ბილბაო-სპორტინგი 23:05 (1:2)
დისკვალიფიკაცია: დე მარკოსი - ელიასი
ტრავმა: მუნიაინი (?) - როდრიგესი, რინაუდო
ვალენსია-ატლეტიკო 23:05 (2:4)
დისკვალიფიკაცია: მერიდა (ატლეტიკო)
ტრავმა: ბანეგა - სილვიო, ა. ლოპესი
26 აპრილს, ღამით გაირკვევა 9 მაისის ევროპალიგის ფინალისტთა ვინაობა. შეგახსენებთ, რომ ფინალი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, 56-ათასიან "არენა ნაციონალაზე" გაიმართება, რომელიც სექტემბერში გაიხსნა და 200 მილიონ ევროზე მეტი დაჯდა.
უეფას თასის მემკვიდრე გათამაშებას სულ რაღაც მესამე გამარჯვებული ეყოლება და ის კვლავ ან ესპანური კლუბი იქნება, ან პორტუგალიური. მეტიც, შანსია, ტიტული ისევ პირველმა
სხვათა შორის, საოცარი რამ მოხდა ბუქარესტული სტადიონის გახსნაზე: რუმინეთისა და საფრანგეთის ნაკრებების ამხანაგურ მატჩში 10 წუთიც არ იყო გასული, როცა ახალთახალი მინდვრის საფარი სულ გაფუჭდა. მატჩი გუნდებმა ძლივს ჩაამთავრეს...
მესტალია - ყველა ბილეთი გაყიდულია
ამბობენ, უნაი ემერიმ "ვალენსიას" ფეხბურთელებს უკვე უთხრა, რომ მომავალ სეზონში გუნდში აღარ დარჩებაო, თუმცა, ჩვენი აზრით, ეს საკითხი მხოლოდ "ატლეტიკოსთან" საპასუხო მატჩის შემდეგ გაირკვევა. "ლოს ჩეს" უფინალოდ დარჩენა ნამდვილად ნიშნავს ბასკი ტაქტიკოსის წასვლას. არადა, მადრიდულ კლუბთან გვარიანი ჩამორჩენაა აღმოსაფხვრელი - "ღამურებმა" "ვისენტე კალდერონზე" 2:4 წააგო.
"ვალენსიას" უკვე დაუბრუნდა 21 წლის სერხიო კანალესი და ის ევროპალიგის გათამაშებაშიც ჩაებმება. სერხიოს სასტარტოში მოხვედრის შანსიც აქვს "მესტალიურ" მატჩში. უნაი ემერი აგრძელებს მეკარეთა როტაციას (მხოლოდ მეკარეების?) გუნდში. ევროთასებზე ისევ ბრაზილიელ დიეგო ალვეშს ვიხილავთ.
"ვალენსიას" მთავარი დანაკლისი ევერ ბანეგაა, მაგრამ არგენტინის ნაკრების ვარსკვლავი დიდი ხანია აკლია "ლოს ჩეს" და გუნდი ამას უკვე შეგუებულია.
სტუმართა მწვრთნელ დიეგო სიმეონეს შეუძლია განაცხადში ისევ ის 18 კაცი ჩამოწეროს, რომლითაც ფონს პირველ ნახევარფინალურ მატჩში გავიდა. ფრან მერიდას ევროთასებზე თამაშის უფლება არა აქვს, რადგან ესპანელმა შემტევმა ნახევარმცველმა ამ სეზონში "ბრაგას" რიგებში ითამაშა.
ანტონიო ლოპესი და სილვიო პერეირა კვლავ ტრავმირებულნი არიან, ხოლო პიცი და პაულო ასუნსაო სიმეონეს, უბრალოდ, არ მიჰყავს ვალენსიაში. სამაგიეროდ, არგენტინელმა სპეციალისტმა თან ახალგაზრდა ფორვარდი პედრო მარტინი იახლა.
სხვათა შორის, "მესტალიაზე" ყველა ბილეთი გაყიდულია - პირველად ამ სეზონში...
წინა დაპირისპირება: პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა მას მერე, რაც ჟონასმა ტაიმის ბოლო წუთზე ფალკაოს (18) გოლი გაქვითა. მეორე ტაიმში მადრიდელებმა მირანდას (49), ადრიან ლოპესის (54) და ფალკაოს (მეორე) გოლებით (79) გაილაღეს, მაგრამ "ვალენსიას" შანსი რიკარდო კოშტამ შეუნარჩუნა, რომელმაც მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე გაიტანა - 4:2.
იცით თუ არა, რომ...
* "ვალენსია" ესპანელ თანამემამულეებთან ევროთასებზე წარმატებით ასპარეზობს: 6 მოგება, 3 ფრე და 3 წაგება (არცერთი წაგება "მესტალიაზე").
* "ატლეტიკოს" კი ესპანელებთან თანაფარდობა აქვს: 4 მოგება, 2 ფრე, 4 წაგება (სტუმრად ერთხელაც არ მოუგია).
ფაქტები
* პირველ შეხვედრაში დუბლის წყალობით რადამელ ფალკაო გაუთანაბრდა ბომბარდირ კლაას-იან ჰუნტელაარს (შალკე) - 10 გოლი. ახლა კი მისი გადასწრების შანსი აქვს.
* კოლუმბიელმა სულ 20-ჯერ დაარტყა მეტოქეთა კარში და 10 გოლი გაიტანა. მისი ყოველი მეორე დარტყმა გოლია.
* "ვალენსიას" ბომბარდირი ევროთასებზე კი ფრანგი მცველი ადილ რამია (3 გოლი).
* ეს თამაში 99-ეა "ატლეტიკოსთვის" უეფას თასზე.
სავარაუდო შემადგენლობები
ვალენსია: დიეგო ალვეში - რ. კოშტა, რამი, რუისი, ალბა - ტინო კოსტა, მ. თოპალი - ფეგული, ჟონასი, მატიო - სოლდადო.
ატლეტიკო: კურტუა - პერეა, მირანდა, დომინგესი, ფილიპე ლუიში - გაბი, სუარესი - ადრიან ლოპესი, დიეგო, არდა თურანი - ფალკაო.
ის, რასაც ბასკეთში აღარ გავიმეორებთ
ბილბაოელთა არგენტინელმა თავკაცმა მარსელო ბიელსამ აღიარა, რომ პირველ შეხვედრაში, ლისაბონში შეცდომები დაუშვა, რომელთა გამეორებასაც "საფეხბურთო კათედრალზე" არ აპირებს. ბასკებს 1:2 აქვთ "ამოსაქაჩი", თუკი ბუქარესტში გამგზავრება და ესპანური ფინალი სურთ.
ბასკებს უკანა ხაზის ლიდერი, ხავი მარტინესი უბრუნდებათ, მსოფლიოს ჩემპიონმა დისკვალიფიკაცია მოიხადა. იკერ მუნიაინი ბოლო დროს თვალის ანთებამ შეაწუხა. მან "რასინგთან" ლა ლიგის შეხვედრაც გამოტოვა, თუმცა ბილბაოში "სპორტინგის" წინააღმდეგ, ალბათ, იქნება. "ბილბაოს" დისკვალიფიკაციის გამო უნივერსალი ოსკარ დე მარკოსი დააკლდება.
პორტუგალიელებს ელიასი დააკლდებათ. მას ამ ტურნირში თამაშის უფლება არა აქვს. ტრავმირებულნი არიან ალბერტო როდრიგესი და ფიტო რინაუდო. ჩილელმა მათიას ფერნანდესმა 2 ტური გამოტოვა პორტუგალიაში, მაგრამ სამხრეთამერიკელი "სან მამესზე" ითამაშებს.
მარსელო ბიელსა (ბილბაო): "სან მამესზე" საოცარი გულშემატკივრობა იციან და ეს ჩვენი დიდი უპირატესობაა. ჩვენ გვინდა თავი გამოვიჩინოთ საკუთარი პუბლიკის წინაშე. სხვათა შორის, პენალტების სერიისთვისაც კი მზად ვართ".
წინა დაპირისპირება: "ბილბაო" იონ აურტენეჩეს (54-ე წთ) გოლის წყალობით იგებდა, მაგრამ პორტუგალიელებმა შეძლეს მატჩის ბედ-იღბლის 180 გრადუსით შემობრუნება - ემილიანო ინსუას თავურით (76) და დიეგო კაპელის შორეული გასროლით (80).
იცით თუ არა, რომ...
* "ბილბაო" 7-ჯერ შეხვდა პორტუგალიურ გუნდებს ევროასპარეზზე, 4 მოიგო, 1 ფრეთი დაასრულა და 2 წააგო. "სან მამესზე" სამჯერ ითამაშა და სამივეჯერ მოიგო.
* "სპორტინგი" 19-ჯერ შეხვდა ესპანურ კლუბებს: 6 მოგება, 5 ფრე და 8 წაგება.
ფაქტები
* ნახევარფინალში შემორჩენილთაგან მხოლოდ "ბილბაოს" არ მოუგია ევროთასი. 1977 წელს ისინი ძალზე ახლოს მივიდნენ, მაგრამ უეფას თასის ფინალში "იუვენტუსთან" დამარცხდნენ.
* "სპორტინგმა" 13 მატჩში 19 გოლი გაიტანა.
სავარაუდო შემადგენლობები
ბილბაო: ირაისოსი - ირაოლა, ხავი მარტინესი, ამორებიეტა, აურტენეჩე - იტურასპე - ტოკერო, ანდერი - სუსაეტა, ფ. ლორენტე, მუნიაინი.
სპორტინგი: პატრისიო - პერეირა, ჩანდაო, პოლგა, ინსუა - კარიკო - სხაარსი, მათიას ფერნანდესი - იზმაილოვი, ავნ ვოლფსვინკელი, კაპელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"