მარსელო ბიელსა: მარცხში დამნაშავე მხოლოდ მე ვარ

AutoSharing Option
ბილბაოს "ატლეტიკის" მთავარმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ მადრიდის "ატლეტიკოსთან" ევროპალიგის ფინალში ანგარიშით 0:3 დამარცხების გამო პასუხისმგებლობა მთლიანად საკუთარ თავზე აიღო.

"რა თქმა უნდა, ასეთ შედეგს არ მოველოდით. თანაც, დიდი განსხვავებაა ჩვენს მოლოდინსა და იმას შორის, რაც მოხდა. გადამწყვეტი აღმოჩნდა ის, რომ "ატლეტიკომ" ისე ითამაშა, როგორც გეგმავდა, ჩვენ კი - პირიქით. სწორედ ესაა მარცხის მთავარი მიზეზი.

გვინდოდა, საკუთარი თამაში გვეთამაშა, მაგრამ ეს ვერ შევძელით. დამარცხებისთვის პასუხისმგებლობას მთლიანად საკუთარ თავზე ვიღებ. მატჩის საერთო სურათი კი, ჩემი ხედვით, ასეთი იყო: მეტოქემ რვა საგოლე მომენტიდან
სამის რეალიზება შეძლო, ჩვენ კი კარის აღების ცხრა შესაძლებლობიდან ვერცერთი გამოვიყენეთ.

ყველაზე ძალიან გული კი იმან დამწყვიტა, რომ გუნდებს შორის კლასში სხვაობა, როგორც ბოლო თამაშმა დაგვანახა, არ არის. ჩვენ თავს ცუდად ვიცავდით, შეტევაში კი თავდაჯერება გვაკლდა. იმაზე გაცილებით ცუდად გავისარჯეთ, ვიდრე შეგვიძლია.

დამნაშავე მხოლოდ მე ვარ" , - განუცხადა 56 წლის სპეციალისტმა უეფას ოფიციალურ ვებგვერდს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგრად გამიტყდა რა, ვბალეშიკობდი ბილბაოს როგორც საკუტარი ქვეყნის გუნდს, ნაღდად არ იყო რა ეგ დღე ბილბაოსი იმინა გაყიდა ფორტუნამ.
ვენაცვალე ბასკებს ვისაც შეხება გქონიათ ამ ხალხთან დამიდასტურებთ რომ ძალიან გვგვანან და არა მგონია ტრუხა იყოს ის რომ ერთი ტომიდან მოვდივართ
ბილესა მაგარი კაცია და კაცურადაც მოიქცა
messi001
00:59 11-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული