კლუბი მოთამაშეების ვალებს ვერ ისტუმრებს, რის გამოც ევროთასებს ერთი წლით დაემშვიდობება.
"ამ ფაქტით ძალიან იმედგაცრუებული ვარ. მომავალში ასეთი რამ არ განმეორდება", - განაცხადა კლუბის ახალმა პრეზიდენტმა ფიკტერ ორმანმა.
"ბეშიქთაშმა" თურქეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში მოხვდა.
მომზადებულია Hurrivet-ის მიხედვით