3 ივლისს საწვრთნელ ბაზაზე გუნდმა მთლიანი შემადგენლობით საათისა და ოცი წუთის განმავლობაში ივარჯიშა.
5 ივლისს "აქტობესთან" გასამართ მატჩზე "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელს ვესაუბრეთ.
გია გეგუჩაძე:
"რომ გითხრათ, მეტოქე გუნდის შესახებ ინფორმაციას ამომწურავად ვფლობთ-მეთქი, მცდარი იქნება, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რისი საშუალებაც გვაქვს და რაც ხელმისაწვდომია, გამოვიყენოთ.
უკვე შემიძლია იმის თქმა, რომ ძალიან რთული თამაში გვექნება. ჩვენ არ უნდა მივიჩნიოთ, რომ მეტოქე არ იქნება ღირსეული მოწინააღმდეგე, რადგან ყაზახური
ერთია, რომ მათ ევროთასებზე ასპარეზობის საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდათ. ისინი ყოველწლიურად გამოდიან უეფას საკლუბო გათამაშებებზე, რაც, სამწუხაროდ, ჩვენი გუნდისთვის ფუფუნებაა.
მეორე მომენტი, ალბათ, ის არის, რომ ყაზახეთში მიმდინარეობს ჩემპიონატი და ისინი უკვე სათამაშო რიტმში არიან ჩამჯდარი და ესეც შეიძლება, რომ მათ აქტივში ჩავწეროთ.
"აქტობეს" კიდევ ერთი პლუსი, ეს პირველი გასვლითი თამაშია. ყოველთვის უკეთესია, რომ პირველად სტუმრად მოსინჯო მოწინააღმდეგე. ვფიქრობ, აღნიშნული ფაქტორი მნიშვნელოვანია, თუმცა არა - გადამწყვეტი და საგანგაშოც არაფერია. მე კმაყოფილი ვარ, იმით, რომ ჩვენ ტრავმების გარეშე დავბრუნდით შეკრებიდან.
ყველა ფეხბურთელი მწყობრშია, ემზადება და გრძნობს პასუხისმგებლობას, რომელიც მათ წინაშე არსებობს და მით უმეტეს, გულშემატკივრების მიმართ. ჩემი აზრით, შანსები ორივე გუნდისთვის თანაბარია, თუმცა შევეცდებით, შევცვალოთ ის სტატისტიკა, რომელიც არასახარბიელოა ქართული გუნდებისთვის.
რაც შეეხება "ტორპედოს" მზადყოფნას, ის გამოჩნდება უშუალოდ თამაშში, რომელიც კარზეა მომდგარი. ყველა გულშემატკივარს მინდა მოვუწოდო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის საშინაო შეხვედრა და ძალიან დიდი იმედი გვაქვს მხარდაჭერის.
ასევე, ვისარგებლებ შემთხვევით და წარმატებები მინდა ვუსურვო ყველა ქართულ გუნდს ევროასპარეზზე. ეს ჩვენი საერთო საქმეა და მათი მიღწევა ჩვენი ქვეყნის რეიტინგზე აისახება.
მწვრთნელების, ფეხბურთელებისა და მთლიანად ადმინისტრაციის განწყობა ძალიან ოპტიმისტურია. იმასაც დავძენ, რომ ჩვენთვის ესეც უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია და არაფრის დათმობას არ ვაპირებთ".
დასკვნითი ვარჯიშები ევროტურნირამდე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
fctorpedo.ge
ასევე იხილეთ:
ქართველები და ევრომეტოქეები "ტრანსფერმარკტის" ფასით: 50/50-ზე
ქუთაისის "ტორპედო" ქომაგს: თუ ნორმებს დავიცავთ, მე-3 ეტაპსაც ვუმასპინძლებთ
დავით ჩაგელიშვილის რჩევა - რას უნდა უფრთხოდეს ქუთაისის "ტორპედო" "აქტობესთან"