ევროპის ლიგას ახალი ტიტულოვანი სპონსორი ჰყავს - Western Union

AutoSharing Option
ევროპის ლიგას ახალი ტიტულოვანი სპონსორი გამოუჩნდა. მნიშვნელობით მეორე კონტინენტური ტურნირის სპონსორი კომპანია Western Union გახდა. ხელშეკრულება ძალაში შევიდა და 2014/15 წლების სეზონის დასრულებამდე იმოქმედებს.

"მოხარულნი ვართ, რომ უეფას ევროპის ლიგის წარმომადგენლობითი პარტნიორები გავხდით. ფეხბურთი მხოლოდ სპორტის სახეობა არ არის, ეს მომნუსხველი სანახაობაა, რომელიც მთელ მსოფლიოში უყვართ.

კომპანია Western Union, რომელიც 200-ზე მეტ ქვეყანაშია ცნობილი, აპირებს, თავის კლიენტებს და პარტნიორებს შესაძლებლობა მისცეს, უეფას ევროპის ლიგის საოცარ სამყაროს მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში დაუახლოვდნენ", - განაცხადა გარიგების შესახებ Western Union-ის ვიცე-პრეზიდენტმა მარკეტინგის სფეროში, დიანა
სკოტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული