ქუთაისის "ტორპედო" ყაზახეთშია და "აქტობესთვის" ემზადება

AutoSharing Option
უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის გასამართავად ქუთაისის "ტორპედო" 11 ივლისს, დილით, 10:30 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახეთში გაემგზავრა.

2-საათიანი ფრენის შემდეგ 50 კაცის შემადგენლობით ქართული დელეგაცია აქტობეში ჩავიდა და სასტუმროებში დაბინავდა.

გია გეგუჩაძემ ტრავმირებული გიორგი კუხიანიძე შინ დატოვა. დანარჩენები ჯანზე არიან და 11 ივლისს, ყაზახეთის დროით 20:00 საათზე (საქართველოში 1 საათით ადრეა), მატჩისწინა ვარჯიშში მიიღებენ მონაწილეობას.

"აქტობესთან" 12 ივლისს სათამაშოდ ყაზახეთში იმყოფებიან: მიგინეიშვილი, ქვილითაია, რიგვავა, გამეზარდაშვილი, კვახაძე, გურული, ჭელიძე, გიგაური, ფარულავა, დიღმელაშვილი, დათუნაიშვილი, დოლიძე, იოსელიანი, ბოლქვაძე, ფირცხალავა,
საბანაძე, ფანცულაია, გოცირიძე, ტუღუში.

"ტორპედოს" ვარჯიშამდე ნახევარი საათით ადრე პრესკონფერენციას გია გეგუჩაძე გამართავს. კიდევ უფრო ადრე ჟურნალისტების წინაშე "აქტობეს" რუსი თავკაცი ვლადიმირ მუხანოვი წარსდგება.

"აქტობესა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს პოლონელი არბიტრები მოემსახურებიან. მთავარი მსაჯი - ადამ ლიშმანსკი იქნება. ამ უკანასკნელს ასისტენტობას გაუწევენ: კრჟისტოფ მირმუსი და მაშიე დასკიევიში, მეოთხე ოფიციალური - რობერტ მალეკი.

ცნობისთვის, გამოცდილმა ადამ ლიშმანსკიმ ამა წლის 30 მაისს ოთარ კორღალიძის სანაკრებო გუნდის მონაწილეობით 19-წლამდელთა ევროშესარჩევის მატჩში იმსაჯა, რომელშიც ქართველმა ფეხბურთელებმა სტუმრად ავსტრიელი თანატოლები ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ქუთაისში ფრედ, 1:1 დასრულდა.

fctorpedo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული