ქუთაისის "ტორპედო" ევროპალიგას დაემშვიდობა

AutoSharing Option
12 ივლისს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართა. ქუთაისის "ტორპედო" ყაზახეთის "აქტობეს" ესტუმრა.

გია გეგუჩაძის გუნდს შინ პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგის გამო (1:1) ყაზახეთში, მინიმუმ, გოლის გატანა მართებდა.

ქუთაისელები მოედანზე შემდეგი შემადგენლობით გამოვიდნენ: ომარ მიგინეიშვილი, დავით გამეზარდაშვილი, გიორგი გურული, ნიკოლოზ საბანაძე, დავით დიღმელაშვილი, გრიგოლ დოლიძე, გიორგი დათუნაიშვილი, რევაზ გოცირიძე, დათა რიგვავა, ალექსანდრე კვახაძე, ვალერი ბოლქვაძე.

მატჩის პირველმა ტაიმმა უგოლოდ ჩაიარა. აღსანიშნავია ყაზახთა აქტიურობა და "ტორპედოს" მეკარის, ომარ მიგინეიშვილის კარგი თამაში. მან ქუთაისელთა კარი აშკარა გოლისგან არაერთხელ იხსნა, როგორც
პირველ, ასევე მეორე ტაიმში. თუმცა მატჩის 75-ე წუთზე ქუთაისელი მცველების უყურადღებობის გამო მეურვეობის გარეშე დარჩენილი ბიკმაევის დარტყმის წინააღმდეგ ვეღარაფერი გააწყო.

მატჩის დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და გია გეგუჩაძის გუნდი ევროპალიგას პირველსავე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა.

ასევე იხილეთ:
მკითხველის კომენტარები / 6 /
სირცხვილი ტორპედოს!!!!!!!!! გუნდი 90 წუთში კარში რომ ვერ დაატყავს რამეზე პრეტენზია როგორ უნდა ქონდეს.ყაზახები ისტორიას ჩვენი უსახური თამაშით იკეთებენ.
dato-dato
21:07 12-07-2012
0
რატომ არ დებთ ჩემს კომენტარს?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული