ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის სავარაუდო წყვილები ცნობილია

AutoSharing Option
შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა ის სავარაუდო წყვილები, რომლებიც მეორე ეტაპის დაძლევის შემდეგ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშიას, გიორგი ჭანტურიასა და ვაკო ყაზაიშვილის არნემის "ვიტესმა" მეორე ეტაპის პირველი მატჩი ბულგარეთში ჩაატარა, სადაც "ლოკომოტივთან" ფრედ, ანგარიშით 4:4 ითამაშა.

ქართველების გუნდი მახაჩყალის "ანჟისა" და უნგრეთის "გონვედის" წყვილში მოგებულს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება სანდრო კობახიძის კიევის "არსენალს", ის ევროპის ლიგას პირდაპირ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან შეუერთდება, სადაც მისი მეტოქე  სლოვენიის "მურასა" და ბულგარეთის ცსკა-ს შორის გამარჯვებული
იქნება.

აი, ბაქოს "ინტერი" კი, სადაც ქართველები ყველაზე მრავლად იყვნენ წარმოდგენილნი, შინ ბერძნულ "ასტერასთან" 1:1-ს დასჯერდა. "ინტერის" რიგებში გიორგი ლომაიამ, ვალერი აბრამიძემ და ილია კანდელაკმა სრულად ითამაშეს; გიორგი ადამია 89-ე წუთზე შეცვალეს, რევაზ თევდორაძე და ბაჩანა ცხადაძე კი სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ.

კახა ცხადაძის გუნდი "ასტერას" ბარიერის გადალახვის შემთხვევაში პორტუგალიის "მარიტიმუს" შეხვდება, რომელმაც 2011/12 წლების სეზონის პორტუგალიის ჩემპიონატი 50 ქულით მე-5 ადგილზე დაასრულა.

კენჭისყრამ წყვილები შემდეგნაირად გადაანაწილა:

ბილბაო (ესპანეთი) - სლავენი (ხორვატია)/ პორტდაუნი (ჩრ.ირლანდია)
ანჟი (რუსეთი)/გონვედი (უნგრეთი) - ლოკომოტივი (ბულგარეთი)/ვიტესი (ჰოლანდია)
ინტერი (აზერბაიჯანი, ბაქო)/ასტერასი (საბერძნეთი) - მარიტიმუ (პორტუგალია)
რაპიდი (რუმინეთი, ბუქარესტი)/მიუპა (ფინეთი) - ჰერენვენი (ჰოლანდია)
რუხი (პოლონეთი)/მეტალურგი (მაკედონია) - მეტალურგი (საქართველო, რუსთავი)/პლზენი (ჩეხეთი)
ჰორსენსი (დანია) - დაჩია (მოლდოვა)/ელფსბორგი (შვედეთი)
აპოელ-ი (კვიპროსი)/სენიცა (სლოვაკეთი) - ტირანა (ალბანეთი)/ოლესუნი (ნორვეგია)
ინტერი (იტალია, მილანი) - ჰაიდუკი (ხორვატია, სპლიტი)/სკონტო (ლიტვა)
ვოივოდინა (სერბეთი)/სუდუვა (ლიტვა) - რაპიდი (ავსტრია, ვენა)
გენკი (ბელგია) - მილსამი (მოლდოვა)/აქტობე (ყაზახეთი)
ოლიმპია (სლოვენია)/ტრომსე (ნორვეგია) - მეტალურგი (უკრაინა, დონეცკი)/ჩელიკი (ბოსნია)
ტვენტე (ჰოლანდია)/ინტერი (ფინეთი) - მლადა-ბოლესლავი (ჩეხეთი)/ტორი (ისლანდია)
ბნეი-იეგუდა (ისრაელი)/შირაქი (სომხეთი) - პაოკ-ი (საბერძნეთი)
ორჰუსი (დანია)/დილა (საქართველო, გორი) - ლევადია (ესტონეთი)/ანორთოსისი (კვიპროსი)
სლოვანი (სლოვაკეთი)/ვიდეოტონი (უნგრეთი) - დიფერდანჟი (ლუქსემბურგი)/გენტი (ბელგია)
აიკ-ი (შვედეთი)/ჰაბნარფორდიური (ისლანდია) - ხაზარი (აზერბაიჯანი)/ლეხი (პოლონეთი)
ესქიშეჰირისფორი (თურქეთი)/სტ.ჯონსონი (შოტლანდია) - ლიონი (საფრანგეთი)
ნაფტანი (ბულგარეთი)/ცრვენა ზვეზდა (სერბეთი) - ომონია (კვიპროსი)
ლევსკი (ბულგარეთი)/სარაევო (უნგრეთი) - იუვიასკლიულია (ფინეთი)/ზეტა (ყაზახეთი)
ჟალგირისი (ლიტვა)/ადმირა-ვაკერი (ავსტრია) - სპარტა (ჩეხეთი, პრაღა)
ოსიეკი (ხორვატია)/კალმარი (შვედეთი) - იანგ ბოიზი (შვეიცარია)/ზიმბრუ (მოლდოვა)
დანდი (შოტლანდია) - დინამო (რუსეთი, მოსკოვი)
არსენალი (უკრაინა, კიევი) - მურა (სლოვენია)/ცსკა (ბულგარეთი, სოფია)
ბურსასფორი (თურქეთი) - მაკაბი (ისრაელი)/კუიპიო (ფინეთი)
სტიაუა (რუმინეთი) - სპარტაკი (სლოვაკეთი)/სლაიგო როვერსი (ირლანდია)
რენოვა (მაკედონია)/გომელი (ბულგარეთი) - ლივერპული (ინგლისი)
შახტიორი (ბულგარეთი)/რიდი (ავსტრია) - მეტალურგი (ლიტვა)/ლეგია (პოლონეთი)
შიროკი ბრიეგი (უნგრეთი)/სენტ-პატრიკსი (ირლანდია) - ჰანოვერი (გერმანია)
სერვეტი (შვეიცარია)/განზასპორი (სომხეთი) - რუსენბორგი (ნორვეგია)/ორდაბასი (ყაზახეთი)

ასევე იხილეთ:
ბაქოს "ნეფთჩისა" და "ზესტაფონის" შესაძლო მეტოქე ცნობილია - "ჟილინა" ან "ჰაპოელი"
ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე ცნობილია
ლეგიონი ევროპალიგაზე: ირაკლი სირბილაძის გმირობა და "ვიტესის" კარგი შანსი
მკითხველის კომენტარები / 1 /
უნგრულ გუნდს ქვია "ჰონვედი" და არა "გონვედი"
Giorgipirweli
23:01 20-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული