ანორთოსისი-დილას მატჩში მოედანზე შევარდნილ კვიპროსელ ფანს პატიმრობა მიუსაჯეს

AutoSharing Option
კვიპროსის "ანორთოსისის" ერთ-ერთ ფანს, რომელმაც სხვა გულშემატკივრებთან ერთად გორის "დილასთან" ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ჩაშალა, მოედანზე არაფხიზელ მდგომარეობაში შეღწევის გამო ოთხთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 20 წლის ხულიგანმა ყველაფერი აღიარა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში გორის "დილა" "ანორთოსისს" 82-ე წუთისთვის ანგარიშით 3:0 ამარცხებდა და თავისუფლად გადიოდა შემდეგ ეტაპზე, თუმცა კვიპროსელთა გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე არეულობა მოაწყვეს, შემდეგ კი მოედანზეც შეაღწიეს და მატჩი ჩაშალეს.

პირველი მატჩი საქართველოში გორელებმა 0:1 წააგეს.

აქვე გეტყვით, რომ ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველ შეხვედრაში,
რომელიც 23 აგვისტოს გაიმართება, გორის "დილა" პორტუგალიურ "მარიტიმუს" ესტუმრება, ხოლო საპასუხო მატჩი 30 აგვისტოს ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული