კლინტ დემპსი მსაჯობით უკმაყოფილოა

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემმა" რომის "ლაციოს" კარი სამჯერ აიღო, მაგრამ სამივე შემთხვევაში მსაჯების ბრიგადამ, რუმინელი ოვიდიუ ალინ ხატეგანის ხელმძღვანელობით, არც ერთი გოლი არ ჩათვალა.

თუ ჯერმენ დეფოს შემთხვევაში არბიტრი სწორად მოიქცა, კლინტ დემპსის და სტივენ კოლკერის გოლების გაუქმება კითხვებს იწვევს.

"ვფიქრობდი, რომ მცველებთან ერთ ხაზზე ვიმყოფებოდი. გარეთ ბეილმა შესანიშნავად ჩაჰკიდა ბურთი და ვიფიქრე, რომ "ტოტენჰემში" გოლების ანგარიში გავხსენი, თუმცა გვერდითმა მსაჯმა დროშა ასწია.

მიმაჩნია, რომ არბიტრმა მცდარი გადაწყვეტილება მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ეპიზოდი განმეორებით ჯერ არ მინახავს", - მოკლედ აღნიშნა დემპსიმ.

შეგახსენებთ,
რომ მსაჯმა კოლკერის მხრიდან სტეფანო მაურისთვის ზურგში ხელისკვრა დააფიქსირა, როდესაც ლონდონელთა მცველმა "ბიანკოჩელესტეს" კარში თავური დარტყმით გაიტანა.

საბოლოოდ მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდა.

ასევე იხილეთ:
ევროპალიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური: ედუარდო ვარგასს ფალკაოობა მოუნდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული