დიეგო სიმეონე: მიხარია, რომ გამარჯვება ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მოგვიტანეს

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ თელ ავივის "ჰაპოელთან" (3:0) გასვლით მატჩში საკუთარი გუნდის გამარჯვება შეაფასა.

"მიხარია, რომ ასეთ შედეგს მივაღწიეთ, მაგრამ კიდევ უფრო ის მახარებს, რომ გამარჯვება სწორედ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მოგვიტანეს, რომლებიც "ატლეტიკოს" შემადგენლობაში 90 წუთს პირველად თამაშობდნენ.

ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან და აუცილებელია გვესმოდეს, რომ ისინიც გუნდის ნაწილნი არიან.

ერთი და იგივე ფეხბურთელების გამოყენება არასდროს მიყვარდა, რომლებიც მუდმივად სასტარტო შემადგენლობაში გამოდიან და ვინც შეცვლაზე გამოდის. როტაციაა საჭირო. საჭიროა აბსოლუტურად ყველას ესმოდეს, რას ვითხოვ მათგან", - განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.

ასევე იხილეთ:
ევროპალიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური: ედუარდო ვარგასს ფალკაოობა მოუნდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული