ევროპალიგა. II ტურის წინ: გაიფორმებს თუ არა "ინტერი" მე-500 გოლს ბაქოში?

AutoSharing Option
4 ოქტომბერს ევროპაში ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის II ტურის მატჩებია.

უამრავი შეხვედრიდან ჩვენთან ყველაზე ახლოს ბაქოური დაპირისპირებაა - ადგილობრივი "ნეფთჩი" მილანის "ინტერს" მასპინძლობს.

სამწუხაროდ, ვერ ვიხსენებთ, რომ რომელიმე ქართული კლუბი შეხვედროდეს ევროთასებზე ამ დონის გრანდს (დამოუკიდებლობის პერიოდში).

თუკი "ინტერი" ორ გოლს გაიტანს, იტალიური კლუბი არსებობის ისტორიაში მე-500 გოლს შეწვდება ევროთასებზე!

ბუნებრივია, "ინტერი" პირველად არის ბაქოში. "ნერაძური" ევროთასებზე გოლების მაჩვენებლით დღეისათვის მე-11 ადგილზეა ევროპაში. 

ბუქარესტის "სტიაუასაც" 2 გოლი უკლია ევროთასების იუბილემდე, თუმცა რუმინელთა მიღწევა გაცილებით მოკრძალებულია - "სტიაუა" ევროთასებზე 350 გოლს უტევს.

რუმინელები "კოპენჰაგენს" სტუმრობენ, რომელსაც, თავის მხრივ, 3 გოლი აკლია 100-გოლიან ნიშნულამდე. აი, "ნიუკასლი", "ჰაპოელი" და "მარიბორი" მე-100 მატჩს ითამაშებენ ევროთასებზე.

თუკი ევროპალიგის გამარჯვებული "ატლეტიკო" პლზენის "ვიქტორიას" მოუგებს, ეს ამ გუნდის ზედიზედ მე-15 გამარჯვება იქნება.

"ეინდჰოვენმა" არ უნდა წააგოს "დნიპროსთან", თუკი სურს ევროთასებზე ზედიზედ მე-20 დაუმარცხებელი საშინაო მატჩი გაიფორმოს.

A ჯგუფი
ანჟი-იანგ ბოიზი 20:00
ლივერპული-უდინეზე 23:05

B ჯგუფი
ატლეტიკო-პლზენი 23:05
აკადემიკა-ჰაპოელი 23:05

C ჯგუფი
მარსელი-აელ 23:05
გლადბახი-ფენერბაჰჩე 23:05

D ჯგუფი
ბრიუგე-მარიტიმუ 23:05
ნიუკასლი-ბორდო 23:05

E ჯგუფი

მიოლდე-შტუტგარტი 23:05
სტიაუა-კოპენჰაგენი 23:05

F ჯგუფი
აიკ-დნიპრო 23:05
პსვ-ნაპოლი 23:05

G ჯგუფი
ბაზელი-გენკი 21:00
ვიდეოტონი-სპორტინგი 21:00

H ჯგუფი
რუბინი-პარტიზანი 20:00
ნეფთჩი-ინტერი 20:00

I ჯგუფი
კირიათ შმონა-ლიონი 21:00
სპარტა-ბილბაო 21:00

J ჯგუფი
ლაციო-მარიბორი 21:00
პანათინაიკოსი-ტოტენჰემი 21:00

K ჯგუფი
მეტალისტი-რაპიდი 21:00
როსენბორგი-ლევერკუზენი 21:00

L ჯგუფი
ჰანოვერი-ლევანტე 21:00
ჰელსინგბორგი-ტვენტე 21:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული