ევროპალიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტურის წინ

AutoSharing Option
ევროპალიგის უზარმაზარი ქარავანი ეკვატორთან მიცურდა - 25 ოქტომბერს ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩებია.

სულ სამმა გუნდმა მოახერხა აქამდე უდანაკარგოდ მისვლა - მოქმედმა ჩემპიონმა "ატლეტიკომ", ფრანგულმა "ლიონმა" და უკრაინულმა "დნიპრომ".

მორიგი გამარჯვებები მათ, ფაქტობრივად, პლეი ოფში გაიყვანს.

სამაგიეროდ, შვეიცარიული "იანგ ბოიზისთვის", ავსტრიული "რაპიდისა" და შვედური აიკ-ისთვის ეს ტური, ფაქტობრივად, ბოლო შანსია.

სტატისტიკა ისტორიაა, ჩვენ გვაინტერესებს მეტოქე
დიეგო სიმეონეს
გუნდი 25 ოქტომბერსაც ფავორიტია - "ვისენტე კალდერონს" პორტუგალიური "აკადემიკა დე კოიმბრა" ეწვევა. სტუმართა გუნდს მხოლოდ ქულა აქვს.

"ატლეტიკოს" ფენომენური შედეგი აქვს - ზედიზედ
15 ევრო-მატჩია, იგებს (14 ევროპალიგაზე, ერთი ევროპის სუპერთასზე, სადაც "ჩელსის" გადაუარა - 4:1).

ირონიით, ბოლოს "ატლეტიკო" სწორედ ამ ეტაპზე დამარცხდა - ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში "უდინეზესთან" - 0:2, მაგრამ ასეთი რამის გამეორება ძნელად დასაჯერებელი გვგონია.

"ატლეტიკომ" მშობლიურ სტადიონზე ზედიზედ 11 ევრო-მატჩი მოიგო, მაშინ, როცა "აკადემიკამ" ბოლოს ევროთასებზე სტუმრად 43 წლის წინათ გაიმარჯვა.

ახლა უკვე ეჭვი არავის ეპარება, რომ "ატლეტიკოს" წარმატებულობა რადამელ ფალკაოს ნიჭთან ერთად დიდად არის დამოკიდებული დიეგო სიმეონეს საქმიანობაზე. 42 წლის სპეციალისტი კარიერის განმავლობაში ნამეტანი სიხისტით კი გამოირჩეოდა, მაგრამ მაშინვე გამოარჩევდა პოზიციის შერჩევის განსაკუთრებული ნიჭი და ბრძოლისუნარიანობა.

ეს ყველაფერი მან "ატლეტიკოში" მოიტანა, რომლის ღირსებასაც სიმეონე ხუთი სეზონის განმავლობაში იცავდა.

დიეგოს არგენტინის ნაკრებში ასზე მეტი მატჩი უთამაშია, ეს კი ბევრზე მეტყველებს.

სიმეონეს "ატლეტიკოს" 1991 წლის მიღწევის გამეორება შეუძლია. მაშინ გუნდმა ზედიზედ 20 მატჩში არ წააგო. თუ არ წააგებს "აკადემიკასთან", რეკორდი მიღწეული იქნება.

"ლოგიკურია, როცა პრესა ჩვენს სტატისტიკას ყურაღდღებას აქცევს, მაგრამ ჩვენ სულ სხვა ამოცანები გვაქვს - ჩვენი უმთავრესი პრინციპი ასეთია - ვფიქრობთ მხოლოდ მომდევნო მეტოქეზე.

რაც აქამდე მიღწეულია, ჩვენთვის, უბრალოდ, ისტორიაა და მეტი არაფერი. აი, რაც გველის, მნიშვნელოვანია",
- განაცხადა სიმეონემ პრესკონფერენციაზე.

სიმეონემ "ატლეტიკო" 42-ჯერ გაიყვანა მოედანზე და 29-ჯერ გამარჯვებული გამოვიდა.

საიუბილეო გოლების მოლოდინში
გაცილებით თანაბარი ბრძოლა გველის ევროპალიგის მეორე უდანაკარგო გუნდის, "დნიპროსა" და "ნაპოლის" მატჩში.

მართალია, უკრაინული გუნდი დიდი ტრადიციებით ვერ დაიკვეხნის ევროასპარეზზე, მაგრამ მას ჰყავს მწვრთნელი, რომელსაც ორჯერ მოუგია უეფას თასი - ხუანდე რამოსი.

"დნიპრომ" ჯერ პსვ გაამწარა, შემდეგ სოლნას აიკ-ი. სხვათა შორის, ამ ორი გუნდის დაპირისპირება დღეს ჰოლანდიურისთვის საიუბილეო, მე-300 მატჩი იქნება ევროასპარეზზე.

მართალია, ეს ქულებში არ გამოიხატება (3 ქულა აქვს), მაგრამ "ლივერპული" ამ ჯგუფური ეტაპის "თანაბომბარდირია" 7 გოლით, მომდევნო კი ამ ინგლისური კლუბის ისტორიაში 550-ე იქნება ევროთასებზე.

"ლივერპულის" მეტოქე კი ახლად გამომცხვარი რუსული გრანდი "ანჟია".

იუბილეებს მიუახლოვდნენ სხვა ევროასპარეზზე ცნობილი კლუბებიც - 350 გოლამდე ერთი უკლია "სტიაუას", 300 გოლამდე ორი უკლია ვენის "რაპიდს", ხოლო ბელგრადის "პარტიზანს" - ერთი.

"პარტიზანი" მილანში ჩადის "ინტერთან" სათამაშოდ. ეს კი კარგი ნიშანია "ნერაძურის" ფანებისთვის - 1963/64 და 1990/91 წლების სეზონებშიც დაუპირისპირდნენ ეს გუნდები და ორჯერვე "ინტერნაციონალემ" ევროტიტული მოიგო.

პოსტსაბჭოური
კიდევ ერთი საინტერესო დაპირისპირება ყაზანში გაიმართება - პოსტსაბჭოთა დერბი რუსულ-თათრულ "რუბინსა" და აზერბაიჯანულ "ნეფთჩის" შორის.

ეს გუნდები ერთმანეთს ბოლოს საბჭოთა კავშირის პირველ ლიგაში შეხვდნენ 1976 წელს.

მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა - "ნეფთჩი" უკვე ქვეყნის 7-გზის ჩემპიონია, "რუბინი" კი რუსეთის ორგზის ტრიუმფატორი.

დანიშვნა ფრონტის წინა ხაზზე
25 ოქტომბერს ლიმასოლის აელ-ი თურქულ "ფენერბაჰჩეს" შეხვდება. კვიპროსულ-თურქული დაპირისპირებები, მოგეხსენებათ, რა დამატებითი მუხტის მომტანია.

სწორედ ამის გაძლება მოუწევს პორტუგალიელ ჟორჟე კოშტას, რომელიც ზედ მატჩის წინ დანიშნეს აელ-ის თავკაცად.

ორშაბათს კვიპროსული კლუბი ოფიციალურად დაშორდა მწვრთნელ ხარალამბოს ხრისტოდულოს, ოთხშაბათს კი "ბრაგასა" და "კლუჟის" ყოფილი თავკაცი დანიშნა.

41 წლის პორტუგალიელს მხოლოდ სეზონის ბოლომდე გაუფორმეს კონტრაქტი და ეგრევე ომში შეუშვეს.

ევროპალიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური
A ჯგუფი
ლივერპული-ანჟი 23:05
იანგ ბოიზი-უდინეზე 23:05

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ანჟი 2 1 1 0 3-1 4
2. უდინეზე 2 1 1 0 4-3 4
3. ლივერპული 2 1 0 1 7-6 3
4. იანგ ბოიზი 2 0 0 2 3-7 0

B ჯგუფი
ატლეტიკო-აკადემიკა 23:05
ჰაპოელი-პლზენი 23:05

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ატლეტიკო 2 2 0 0 4-0 6
2. პლზენი 2 1 0 1 3-2 3
3. აკადემიკა 2 0 1 1 2-4 1
4. ჰაპოელი 2 0 1 1 1-4 1

C ჯგუფი
გლადბახი-მარსელი 23:05
აელ-ფენერბაჰჩე 23:05

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. მარსელი 2 1 1 0 7-3 4
2. ფენერბაჰჩე 2 1 1 0 6-4 4
3. გლადბახი 2 0 1 1 2-4 1
4. აელ 2 0 1 1 1-5 1

D ჯგუფი
ნიუკასლი-ბრიუგე 23:05
მარიტიმუ-ბორდო 23:05

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ნიუკასლი 2 1 1 0 3-0 4
2. ბორდო 2 1 0 1 4-3 3
3. ბრიუგე 2 1 0 1 2-4 3
4. მარიტიმუ 2 0 1 1 0-2 1

E ჯგუფი
სტიაუა-მიოლდე 23:05
შტუტგარტი-კოპენჰაგენი 23:05

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სტიაუა 2 1 1 0 3-2 4
2. მიოლდე 2 1 0 1 3-2 3
3. კოპენჰაგენი 2 1 0 1 2-2 3
4. შტუტგარტი 2 0 1 1 2-4 1

F ჯგუფი
პსვ-აიკ 23:05
დნიპრო-ნაპოლი 23:05

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დნიპრო 2 2 0 0 5-2 6
2. ნაპოლი 2 1 0 1 4-3 3
3. პსვ 2 1 0 1 3-2 3
4. აიკ 2 0 0 2 2-7 0

G ჯგუფი
ვიდეოტონი-ბაზელი 21:00
გენკი-სპორტინგი 21:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. გენკი 2 1 1 0 5-2 4
2. ვიდეოტონი 2 1 0 1 3-3 3
3. ბაზელი 2 0 2 0 2-2 2
4. სპორტინგი 2 0 1 1 0-3 1

H ჯგუფი
რუბინი-ნეფთჩი 20:00
ინტერი-პარტიზანი 21:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ინტერი 2 1 1 0 5-3 4
2. რუბინი 2 1 1 0 4-2 4
3. ნეფთჩი 2 0 1 1 1-3 1
4. პარტიზანი 2 0 1 1 0-2 1

I ჯგუფი
სპარტა-შმონა 21:00
ლიონი-ბილბაო 21:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლიონი 2 2 0 0 6-4 6
2. სპარტა 2 1 0 1 4-3 3
3. შმონა 2 0 1 1 4-5 1
4. ბილბაო 2 0 1 1 2-4 1

J ჯგუფი
პანათინაიკოსი-ლაციო 21:00
მარიბორი-ტოტენჰემი 21:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლაციო 2 1 1 0 1-0 4
2. მარიბორი 2 1 0 1 3-1 3
3. ტოტენჰემი 2 0 2 0 1-1 2
4. პანათინაიკოსი 2 0 1 1 1-4 1

K ჯგუფი
როსენბორგი-მეტალისტი 21:00
რაპიდი-ლევერკუზენი 21:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. მეტალისტი 2 1 1 0 2-0 4
2. ლევერკუზენი 2 1 1 0 1-0 4
3. როსენბორგი 2 1 0 1 2-2 3
4. რაპიდი 2 0 0 2 1-4 0

L ჯგუფი
ჰელსინგბორგი-ჰანოვერი 21:00
ლევანტე-ტვენტე 21:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჰანოვერი 2 1 1 0 4-3 4
2. ლევანტე 2 1 0 1 2-2 3
3. ტვენტე 2 0 2 0 4-4 2
4. ჰელსინგბორგი 2 0 1 1 2-3 1

ბომბარდირები
3 - ჯონჯო შელვი (ლივერპული), ედუარდო ვარგასი (ნაპოლი).

დიეგო სიმეონე და რეკორდები (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული