ევროპალიგა. IV ტურის წინ: ეკვატორის აქეთ საგზურებიც გამოჩნდა

AutoSharing Option
მოქმედი ჩემპიონი, მადრიდის "ატლეტიკო" იმ ჩამონათვალშია, რომელთაც ახლავე შეუძლიათ ევროპალიგის პლეიოფის საგზურის მოპოვება.

8 ნოემბერს კი ჯგუფური ეტაპის მეორე წრე იწყება...

ატლეტიკოს დღესვე შეუძლია
B ჯგუფის ლიდერი "ატლეტიკო" კოიმბრაში "აკადემიკას" ეთამაშება და პორტუგალიაშიც თუ მოიგო (აქამდე სამივე შეხვედრა მოიგო), 1/16 ფინალის საგზურს მოიპოვებს და მისთვის ჯგუფში ბოლო ორ შეხვედრას მხოლოდ რეკორდული სვლის გასაგრძელებლად ექნება აზრი.

მაგრამ მადრიდელებს პორტუგალიაში გამარჯვება წესით უნდა გაუჭირდეთ - დიეგო სიმეონეს კოიმბრაში არც თუ ოპტიმალური შემადგენლობა მიჰყავს, არ იქნება ევროპალიგის უპირველესი ვარსკვლავი რადამელ ფალკაო.

შაბათს ვალენსიაში
"ატლეტიკოს" 23-მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა, თუმცა ჯერ კიდევ ძალაშია "როხიბლანკოს" 16-მატჩიანი მოგებათა სერია ევროთასებზე.

რიგში ლიონი, დნიპრო, ინტერი და რუბინია
ძალიან საინტერესო მატჩი გველის ბასკეთში, სადაც ბილბაოს "ატლეტიკი" "ლიონს" მასპინძლობს.

შარშანდელ ფინალისტს არ ულხინს არც ევროსარბიელზე და არც ლა ლიგაში. "ლიონს" კი ჯერ ქულა არ დაუკარგავს და ბასკების დამარცხებით გუნდი პლეიოფის საგზურს მოიპოვებს. "სტად ჟერლანზე" ამ გუნდების დაპირისპირება "ლიონმა" 2:1 მოიგო.

მესამე უდანაკარგო გუნდი კი ხუანდე რამოსის "დნიპროა". თუკი ჯაბა კანკავა და უკრაინელები "ნაპოლის" 15-მატჩიან წაუგებელ საშინაო სერიას შეწყვეტენ, ისინიც 1/16-ფინალში გავლენ.

მოგება ჰყოფნის მილანის "ინტერს" ბელგრადში "პარტიზანთან", "რუბინს" კი - "ნეფთჩისთან".

აღსანიშნავია, რომ ამ უქმეებზე "ბრიუგეს" მწვრთნელი ჟორჟ ლეეკენსი თანამდებობიდან გადააყენეს. ბელგიელები შინ "ნიუკასლს" მიიღებენ, რომელსაც ევროპალიგაზე ჯერ გოლი არ გაუშვია.

A ჯგუფი
ანჟი-ლივერპული 21:00
უდინეზე-იანგ ბოიზი 22:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლივერპული 3 2 0 1 8-6 6
2. ანჟი 3 1 1 1 3-2 4
3. უდინეზე 3 1 1 2 5-6 4
4. იანგ ბოიზი 3 1 0 2 6-8 3

B ჯგუფი
აკადემიკა-ატლეტიკო 22:00
პლზენი-ჰაპოელი 22:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ატლეტიკო 3 3 0 0 6-1 9
2. პლზენი 3 2 0 1 5-3 6
3. აკადემიკა 3 0 1 2 3-6 1
4. ჰაპოელი 3 0 1 2 2-6 1

C ჯგუფი
მარსელი-გლადბახი 22:00
ფენერბაჰჩე-აელ 22:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ფენერბაჰჩე 3 2 1 0 7-4 7
2. მარსელი 3 1 1 1 7-5 4
3. გლადბახი 3 1 1 1 4-4 4
4. აელ 3 0 1 2 1-6 1

D ჯგუფი
ბრიუგე-ნიუკასლი 22:00
ბორდო-მარიტიმუ 22:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ნიუკალსი 3 2 1 0 4-0 7
2. ბორდო 3 1 1 1 5-4 4
3. ბრიუგე 3 1 0 2 2-5 3
4. მარიტიმუ 3 0 2 1 1-3 2

E ჯგუფი
მიოლდე-სტიაუა 22:00
კოპენჰაგენი-შტუტგარტი 22:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სტიაუა 3 2 1 0 5-2 7
2. კოპენჰაგენი 3 1 1 1 2-2 4
3. მიოლდე 3 1 0 2 3-4 3
4. შტუტგარტი 3 0 2 1 2-4 2

F ჯგუფი
აიკ-პსვ 22:00
ნაპოლი-დნიპრო 22:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. დნიპრო 3 3 0 0 8-3 9
2. პსვ 3 1 1 1 4-3 4
3. ნაპოლი 3 1 0 2 5-6 3
4. აიკ 3 0 1 2 3-8 1

G ჯგუფი
ბაზელი-ვიდეოტონი 00:05
სპორტინგი-გენკი 00:05

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. გენკი 3 2 1 0 7-3 7
2. ვიდეოტონი 3 2 0 1 5-4 6
3. ბაზელი 3 0 2 1 3-4 2
4. სპორტინგი 3 0 1 2 1-5 1

H ჯგუფი
ნეფთჩი-რუბინი 21:00
პარტიზანი-ინტერი 00:05

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ინტერი 3 2 1 0 6-3 7
2. რუბინი 3 2 1 0 5-2 7
3. ნეფთჩი 3 0 1 2 1-4 1
4. პარტიზანი 3 0 1 2 0-3 1

I ჯგუფი
შმონა-სპარტა 00:05
ბილბაო-ლიონი 00:05

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლიონი 3 3 0 0 8-5 9
2. სპარტა 3 2 0 1 7-4 6
3. შმონა 3 0 1 2 5-8 1
4. ბილბაო 3 0 1 2 3-6 1

J ჯგუფი
ლაციო-პანათინაიკოსი 00:05
ტოტენჰემი-მარიბორი 00:05

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლაციო 3 1 2 0 2-1 5
2. მარიბორი 3 1 1 1 4-2 4
3. ტოტენჰემი 3 0 3 0 2-2 3
4. პანათინაიკოსი 3 0 2 1 2-5 2

K ჯგუფი
მეტალისტი-როსენბორგი 00:05
ლევერკუზენი-რაპიდი 00:05

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლევერკუზენი 3 2 1 0 5-0 7
2. მეტალისტი 3 2 1 0 4-1 7
3. როსენბორგი 3 1 0 2 3-4 3
4. რაპიდი 3 0 0 3 1-8 0

L ჯგუფი
ჰანოვერი-ჰელსინგბორგი 00:05
ტვენტე-ლევანტე 00:05

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჰანოვერი 3 2 1 0 6-4 7
2. ლევანტე 3 2 0 1 5-2 6
3. ტვენტე 3 0 2 1 4-7 2
4. ჰელსინგბორგი 3 0 1 2 3-5 1

ბომბარდირები:
3 - აბუჰაცირა (კირიათ შმონა), ბობადილია (იანგ ბოიზი), დე სოლაე (გენკი), შელვი (ლივერპული), ვარგასი (ნაპოლი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევროპალიგა. III ტური: თითქმის უსენსაციო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული