მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ ბოაშმა გამოაცხადა, რომ "ლიონის" წინააღმდეგ კარში ჩადგება არა გუნდის პირველი მეკარე უგო ლორისი, არამედ ამერიკელი ვეტერანი ბრედ ფრიდელი.
"ჩვენ ვენდობით ბრედს და პატივს ვცემთ. ასე რომ, როტაციას მივმართავ", - განაცხადა ვილაშ ბოაშმა, თუმცა ფრანგული პრესის მტკიცებით, მწვრთნელს თავად ლორისმა სთხოვა, არ ეთამაშებინა, რადგან არ უნდოდა ყოფილი კლუბის წინააღმდეგ თამაში.
ასევე იხილეთ:
ჰუგო ლორისი "ლიონიდან" ლონდონის "ტოტენჰემში" გადავიდა