არგენტინელი ფეხბურთელი იძულებული იყო, მოედანი მე-10 წუთზე დაეტოვებინა.
"სამწუხაროდ, მილიტოს ტრავმამ საღამო გაგვიფუჭა. მან მყესები გაიწყვიტა. ეს საშინელებაა. ამის მხოლოდ ერთი პროცენტი არსებობდა. დიეგოს ძალიან არ გაუმართლა", - თქვა "ნერაძურის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა სტრამაჩონიმ.
მილიტოს ოპერაცია დასჭირდება და ის, სავარაუდოდ, 5-იდან 9 თვემდე ვერ ითამაშებს. გამომდინარე აქედან, მილიტოსთვის მიმდინარე სეზონი უკვე დასრულდა.
მომზადებულია La Gazzetta dello sport-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
ევროპალიგა: შოკი მადრიდსა და ნეაპოლში [VIDEO]