დიეგო სიმეონე: არ მგონია, რომ "ატლეტიკოს" ძალა აღარ შესწევდეს

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ევროპალიგის 1/16-ფინალის პირველ მატჩში ყაზანის "რუბინთან" დამარცხების მიზეზებზე ისაუბრა.

14 თებერვალს გამართულ დაპირისპირებაში მადრიდელები "ვისენტე კალდერონზე" ნახევარი თამაში 10 კაცით მოთამაშე რუსულ გუნდთან 0:2-ით დამარცხდნენ.

"თამაში აქტიურად დავიწყეთ და საგოლე სიტუაცია პირველ ექვს წუთში შევქმენით, მაგრამ "რუბინის" დაცვა ძალიან ძლიერი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ ვხედავთ ტაბლოზე ასეთ შედეგს.

მატჩის მეორე ტაიმში მეტოქის კარის აღების მინიმუმ ორი ასპროცენტიანი შანსი გვქონდა. იყო ბრწყინვალე გადაცემები, რომლებიც, სამწუხაროდ, გატანილი გოლებით არ დასრულდა. შესაძლოა, ამის მიზეზი ის იყო, რომ სისწრაფეში
მოვიკოჭლებდით",
- თქვა არგენტინელმა.

"რა ვიგრძენი, როდესაც ტრიბუნებიდან მისტვენდნენ? ბიჭებო, მერამდენე თამაშია, შინ არ წაგვიგია? მგონი, 20. მოდით, ეს ფაქტი იმას შევახსენოთ, ვინც უსტვენდა. თქვენ კი არ უნდა გვისტვენდეთ, უნდა ამაყობდეთ ჩვენით.

რა დასამალია, ჩვენ საკუთარ შეტევებს კოორდინირ
ებულად ვერ წარვმართავდით. რაც შეეხება დაცვას - არ ვმოქმედებდით ისე შეთანხმებულად, როგორც ერთი გუნდის მოთამაშეებს შეეფერებათ.

საფეხბურთო სეზონი გრძელია და ახლა არცთუ სახარბიელო პერიოდი გვიდგას. ამის გამო ვითარების შეცვლა გაორმაგებული ძალისხმევით უნდა ვცადოთ.

არ ვფიქრობ, რომ "ატლეტიკოს" ერთბაშად სამი ტურნირისთვის ძალები არ ჰყოფნის. თუკი სამ ფრონტზე ბრძოლა არ შეგიძლია, მაშინ არც ჩემპიონატში მაღალი ადგილის დაკავებას აქვს აზრი.

კი ბატონო, დღეს არცთუ საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ. ვერც შეცვლებმა გვიშველა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ძალა გამოცლილი გვაქვს"
.

42 წლის სპეციალისტმა იმ ეპიზოდზეც ისაუბრა, როდესაც 94-ე წუთზე პაბლო ორბაისმა "ატლეტიკოს" ცარიელი კარი აიღო.

"სინამდვილეში ფეხბურთი - ეს რისკიანი თამაშია და რისკავს ის, ვინც გადაწყვეტილებას იღებს.

ჩვენი მეკარის "რუბინის" საჯარიმოში ჩასვლა - ეს მთლიანად ჩემი ინიციატივა იყო და ამ რისკისთვის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. გვინდოდა, ანგარიში 1:1 გაგვეხადა და საპასუხო მატჩის წინ ვითარება შეგვეცვალა.

რა მოგვიტანა ამ გადაწყვეტილებამ? ის, რომ მოსკოვში ერთით მეტი გოლის გატანა დაგვჭირდება",
- თქვა სიმეონემ.

საპასუხო მატჩი "რუბინსა" და "ატლეტიკოს" შორის მოსკოვში 21 თებერვალს გაიმართება.

ასევე იხილეთ:
ევროპალიგა: შოკი მადრიდსა და ნეაპოლში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული