ვალტერ მაცარი: მეტოქის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულების გამო დავისაჯეთ

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ, რომლის გუნდმაც 14 თებერვალს მოულოდნელად წააგო ევროპალიგის 1/16-ფინალის პირველ მატჩში ჩეხურ "ვიქტორია პლზენთან", თავისი შეგირდებისადმი გულისწყრომა არ დამალა.

ნეაპოლელებმა საშინაო შეხვედრაში სამარცხვინოდ - 0:3 წააგეს.

"თამაში ძალიან ცუდად დავიწყეთ. თითქოს გვეძინა. სხვათა შორის, იგივე მოხდა "ლაციოსთან", მაგრამ როგორც ჩანს, სათანადო დასკვნები ვერ გამოვიტანეთ.

მართალია, მეორე ტაიმში სრულიად განსხვავებულად ვმოქმედებდით და შვიდი საგოლე მომენტიც შევქმენით, მაგრამ გატანა ვერ მოვახერხეთ. და ეს მაშინ, როცა "ვიქტორიამ" ორნახევარი შანსიდან ორი გაიტანა.

ეს ფეხბურთია. დღეს საკუთარ თავს არ ვგავდით. რა
ღას
ვიზამთ, ახლა "სამპდორიასთან" თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ",
- აქვეყნებს მაცარის ნათქვამს football-italia.net.

"მთავარი პრობლემა ის კი არაა, სამი მცველით ვთამაშობდით თუ ოთხით, არამედ - საქმისადმი დამოკიდებულება. ის სულ სხვანაირი უნდა იყოს. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ზოგიერთი ფეხბურთელი "ვიქტორიას" არასერიოზულად მოეკიდა - ფიქრობდა, გამარჯვება უკვე ჯიბეში გვქონდა.

ასეთი რამ დაუშვებელია. არასდროს მითქვამს, რომ სერია A ევროპალიგაზე მნიშვნელოვანია. თუ გუნდში ვინმე სხვაგვარად ფიქრობს, შეეძლო ეს ჩემთვის ეთქვა",
- დასძინა იტალიელმა სპეციალისტმა.

კითხვაზე, დაკარგული აქვთ თუ არა 1/8-ფინალში გასვლის შანსი, მაცარიმ უპასუხა:

"კარგად მახსოვს ჩვენი შარშანდელი დაპირისპირება "ჩელსისთან", როდესაც პირველ მატჩში 3:1 მოვიგეთ, მეორეში კი 1:4 წავაგეთ და გამოვვარდით. ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია".

საპასუხო მატჩი "ვიქტორია პლზენსა" და "ნაპოლის" შორის ჩეხეთში 21 თებერვალს გაიმართება.

ასევე იხილეთ:
ევროპალიგა: შოკი მადრიდსა და ნეაპოლში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული