ევროპალიგა: რომში "გლადბახს" 10 ათასი ფანი გაჰყვება

AutoSharing Option
მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ყველაზე ერთგული ფანები ჰყავს ევროპალიგაზე - რომში, "ლაციოს" წინააღმდეგ თამაშზე 10 ათასი გერმანელი ფანი ჩადის.

21 თებერვალს "ლაციო" ევროპალიგის 1/16-ფინალის საპასუხო მატჩში "გლადბახს" მასპინძლობს. პირველი შეხვედრა 3:3 დასრულდა.

ფანების ნაწილი უკვე "მარადიულ ქალაქშია", რის გამოც იტალიის პოლიცია სპეციალური ზომების მიღებას გეგმავს, რომ მატჩმა მშვიდად ჩაიაროს.

საოცარი ისაა, რომ მიონხენგლადბახი ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქალაქია, რომლის წარმომადგენელიც ევროპალიგას შემორჩა - ვესტფალიურ ქალაქში სულ 250 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

ასევე იხილეთ:
ევროპალიგა: შოკი მადრიდსა და ნეაპოლში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული