ლიონში ჩასული ლონდონელი ფანები დაარბიეს

AutoSharing Option
"ლიონისა" და "ტოტენჰემის" ევროპალიგის მატჩის წინ ფრანგულ ქალაქის ერთ-ერთ ბარში ლონდონელი ფანები დაარბიეს.

ინციდენტი ბარ "სმოქინგ დოგში" მოხდა, რომელიც ინგლისელი კაცის საკუთრებაა და "ტოტენჰემის" გულშემატკივრებიც იქ იყვნენ შეკრებილნი და წინა საღამოს ჩემპიონთა ლიგის მატჩს უყურებდნენ. ბარში დაახლოებით 150 ინგლისელი იყო.

მოულოდნელად მათ 50-კაციანი ჯგუფი დაესხა თავს. მართალია, თავდამსხმელები ბარში არ შეჭრილან, მაგრამ გარედან ქვებით ჩაამსხვრიეს შუშები და შემდეგ ბარში ქვებს, შუშებს და სხვა ნივთებს ისროდნენ. ინგლისელები კი ამოყირავებულ მაგიდებს ეფ
არებოდნენ.

შედეგად სასრაფო დახმარება სამ ინგლისელს დასჭირდა, თუმცა მათი მდგომარეობა მძიმე არ არის.

სხვათა შორის, "ტოტენჰემის" ფანებს ანალოგიური რამ რომშიც გადახდათ - 20 ნოემბერს "ტოტენჰემი" "ლაციოს" სტუმრობდა, თუმცა იტალიაში უფრო მძიმე შედეგებით დასრულდა ინციდენტი - 5 ინგლისელი ფანი დანებით დაჭრეს.

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ევროპალიგა. ჯგუფური ეტაპი. V ტურის მატჩები: რომში სისხლი დაიღვარა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული