21 თებერვალს ლონდონში გამართულ შეხვედრაში ედენ აზარის გოლმა მასპინძლებს სულზე მიუსწრო, თორემ პრაღაში (1:0) მოგების მიუხედავად, ლონდონში დამატებითი დრო ინიშნებოდა.
მატჩი საბოლოოდ ფრედ, 1:1 დასრულდა და შემდეგ ეტაპზე ინგლისელები გავიდნენ.
"გაშვებულ გოლამდე ჩვენ ორი თუ სამი მომენტი გვქონდა. რომ გამოგვეყენებინა, მეტოქეს გადაწყობა გაუჭირდებოდა.
მაგრამ, ამის ნაცვლად, მოწინააღმდეგეს ჩვენს კარში გავატანინეთ, რითაც ძალიან გავირთულეთ ამოცანა.
თამაშს ვაკონტროლებდით, კარისკენ 22-ჯერ დავარტყით, ვქმნიდით რეალურ საგოლე ეპიზოდებს, ბურთს დროის
ესპანელი სპეციალისტი მთლიანობაში კმაყოფილი დარჩა საპასუხო მატჩში თავისი შეგირდების გარჯით.
"მიუხედავად იმისა, რომ ძირითადის ზოგიერთ მოთამაშეს ამჯერად დასვენება მოუხდა, მაინც თავდაჯერებულნი ვჩანდით. ცვლილებების მიუხედავად, კმაყოფილი ვარ იმით, რაც გუნდმა გამოამჟღავნა", - თქვა "ლურჯების" თავკაცმა.
ასევე იხილეთ:
ევროპალიგა. 1/6-ფინალი: "ჩელსი" გადარჩა, "ტოტენჰემიც", "ატლეტიკო" - ვეღარ [VIDEO]