დე სანკტისი: ევროპალიგიდან გამოვარდნის შემდეგ მთელ გულისყურს სკუდეტოს მივაპყრობთ

AutoSharing Option
"ნაპოლის" მეკარე მორგან დე სანკტისმა "ვიქტორია პლზენთან" ევროპალიგის 1/16-ფინალში, ორი მატჩის ჯამში ხუთბურთიანი სხვაობით დამარცხებაში დადებითიც დაინახა.

ნეაპოლელები საშინაო შეხვედრაში 0:3 დამარცხდნენ, სტუმრად კი - 0:2.

"ჩვენ ამ დაპირისპირებისთვის ინტრიგის მიცემა პირველ ტაიმში შეგვეძლო, როდესაც მომენტები გვქონდა, მაგრამ გოლი აქეთ გავუშვით.

მეტოქე ფიზიკურად და ტაქტიკურად კარგად იყო მომზადებული. მათმა პირველმა გოლმა თამაში დაასრულა, თუმცა ეს დუელი ჩვენ ჯერ კიდევ პირველ, საშინაო მატჩში დავთმეთ.

ახლა "უდინეზესთან" თამაშზე უნდა ვიფიქროთ. ევროპალიგიდან გამოვარდნის შემდეგ მთელი გულისყურის სკუდეტოზე გადატანა შეგვიძლია",
- თქვა ფეხბურთელმა.

ასევე
იხილეთ:

ევროპალიგა. 1/6-ფინალი: "ჩელსი" გადარჩა, "ტოტენჰემიც", "ატლეტიკო" - ვეღარ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული