ევროპალიგა. 1/8-ფინალი. I მატჩები: ანტონიო კასანო ბრუნდება

AutoSharing Option
პრაქტიკულად, ყოველდღე გვიწევს წერა ანდრეა სტრამაჩონისა და ანტონიო კასანოს კონფლიქტის შესახებ, რადგან ეს თემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია.

იტალიურ პრესაში ისიც ითქვა, რომ მწვრთნელმა ფეხბურთელი მთავარი გუნდიდან მოკვეთა, თუმცა ასე მძიმედ არ ყოფილა საქმე...

"ნერაძურის" ოფიციალურ ვებგვერდზე ევროპის ლიგაზე "ტოტენჰემთან" გასამართი მატჩის განაცხადია გამოქვეყნებული, სადაც ანტონიოს სახელიც ფიგურირებს.

მოკლედ, კასანო მხოლოდ ერთი მატჩით დასჯილა, რაც ალბათ "ინტერის" გულშემატკივართათვის სასიამოვნო ამბავია.

ამ თემაზე კომენტარი მილანური გრანდის ორმა ვეტერანმა გააკეთა და მოვუსმინოთ მათ...

დეიან სტანკოვიჩი: "კონფლიქტები ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია და ამაში გასაკვირი არაფერია.
ადამიანები ვართ და შესაძლოა, რაღაც გაუგებრობაც მოგვივიდეს. კასანომ და სტრამაჩო
ნიმ მართლაც იჩხუბეს, რაც არასასიამოვნო იყო, მაგრამ აქედანაც სარგებელი უნდა მივიღოთ. ამ ინციდენტმა თითქოს გამოგვაფხიზლა და მოტივაცია გაგვიათმაგა. "კატანიასთან" მატჩის წინ ყველას კარგად გვესმოდა, რომ მოგება აუცილებელი იყო. ჩვენ ვითამაშეთ კასანოსთვის და ვითამაშეთ სტრამაჩონისთვის, რადგან გამარჯვების შემდეგ შერიგებისთვის იდეალური გარემო შეიქმნებოდა. დღეს "ინტერი" კიდევ უფრო ერთსულოვანია, ვიდრე ყბადაღებულ ინციდენტამდე".

სებასტიან კამბიასო: "ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში უამრავი ასეთი ინციდენტი მახსენდება, რომელთა დიდი ნაწილი შიდა სამზარეულოს არ გას
ცდენია. საერთოდ, ჯობია ასეთი ამბები ჩვენშივე დარჩეს, მაგრამ სამწუხაროდ, კასანოსა და სტრამაჩონის კონფლიქტი მთელმა საფეხბურთო მსოფლიომ გაიგო. რეალურად, ეს იყო მცირე გაუგებრობა, რომელიც უკვე მოგვარდა. დღეს "ინტერი" ერთ მუშტად შეკრული გუნდია".

ევროპალიგა. 1/8-ფინალი. I მატჩები
7 მარტი
ანჟი (რუს)-ნიუკასლი (ინგ) 21:00
პლზენი (ჩეხ)-ფენერბაჰჩე (თურ) 22:00
სტიაუა (რუმ)-ჩელსი (ინგ) 22:00
შტუტგარტი (გერ)-ლაციო (იტა) 22:00
ბაზელი (შვე)-ზენიტი (რუ) 00:05
ბენფიკა (პორ)-ბორდო (საფ) 00:05
ლევანტე (ესპ)-რუბინი (რუს) 00:05
ტოტენჰემი (ინგ)-ინტერი (იტა) 00:05

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ანტონიო კასანო ანდრეა სტრამაჩონისთან კონფლიქტის გამო დაჯარიმდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული