რაფაელ ბენიტესი: პენალტი სულელურ სიტუაციაში დაინიშნა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა განაცხადა, რომ "სტიაუასთან" (0:1) ევროპის ლიგის მერვედფინალში მატჩის ბედი არბიტრის შეცდომამ გადაწყვიტა.

"რთული მატჩი იყო. მოედნის საფარი ცუდ მდგომარეობაში იყო. ყველანი დამწუხრებულები ვართ, რადგან სულელური პენალტით გავუშვით გოლი, ხოლო მეტოქის მეკარემ გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა.

"სტიაუა" სახიფათო იყო კონტრშეტევებზე, თუმცა ჩვენს მეკარეს თამაშში ჩართვა არ უწევდა.

ვგრძნობდი, რომ გოლის გატანა შეგვეძლო, თუმცა ახლა ამის გაკეთება "სტემფორდ ბრიჯზე" მოგვიწევს.

ძნელი იქნება, რადგან "სტიაუა" ორგანიზებული გუნდია, მოედანზე ბევრს მუშაობს და კონტრშეტევებზე სახიფათოა.

დარწმუნებულები ვართ, რომ
საპასუხო მატჩში
წარმატების მიღწევას შევძლებთ.

პენალტის დანიშვნა ასეთ სიტუაციაში, მით უმეტეს, რომ ამდენი არბიტრი იყო ახლოს, უხერხულია.

მდგომარეობას ვერ შევ
ცვლით, მაგრამ ეს იმდენად სულელურია... თუ იქ პენალტი იყო, რატომ არ აჩვენა არბიტრმა წითელი ბარათი? უცნაურია", - თქვა ბენიტესმა.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო შეხვედრა 14 მარტს ჩატარდება.

ასევე იხილეთ:
ევროპალიგა. 1/8-ფინალი. I მატჩები: "ინტერის" ლონდონური სირცხვილი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული