ევროპალიგა. 1/8-ფინალის წინ: სამუელის ასი და ასმაგი ამბიცია

AutoSharing Option
კამერუნელი სამუელ ეტოოსთვის "ნიუკასლთან" დაპირისპირება ევროთასებზე საიუბილეო იქნება - მახაჭყალის "ანჟის" 32 წლის ფორვარდი მეასედ ითამაშებს და შეეცდება, თავისი გუნდისთვის არცთუ ხელსაყრელი ანგარიში "ნისლიან ალბიონზე" გამარჯვებად აქციოს.

99 თამაშში აფრიკელმა 44 გოლი გაიტანა და სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა (ბუნებრივია, "ანჟის" რიგებში არა): "საკმაოდ იღბლიანი ვარ, დიდებული კარიერა გამომივიდა, თუმცა მსურს, კიდევ ერთი მედალი შევმატო ჩემს კოლექციას. რატომაც არა? ჩვენ შეგვიძლია ფინალში გასვლა", - ეს დაღესტნური კლუბის სუპერვარსკვლავის სიტყვებია...

შავ დღეში მყოფნი
ევროპალიგაზე დაძაბული საპასუხო მატჩები გველის, რადგან 8-დან მხოლოდ 5
წყვილში აშორებს გუნდებს ერთზე მეტი გოლი. ყველაზე ცუდ დღეშია "ინტერი" - მილანურმა გუნდმა "ნისლიან ალბიონზე" 0:3 წააგო და ახლა სასწაულიღა თუ იხსნის გავარდნისგან.

"შტუტგარტიც" მძიმე დღეშია - გერმანელებმა შინ 0:2 წააგეს "ლაციოსთან" და არც რომში უნდა ელოდნენ უკეთეს შედეგს, რადგან შვაბებს იტალიის მიწაზე ჯერ არ მოუგიათ.

მართალია, "ზენიტმაც" 2-ბურთიანი სხვაობით წააგო, მაგრამ რუსულ კლუბს ბრძოლის გაგრძელების უკეთესი შანსი აქვს, ვიდრე იმავე "შტუტგარტს".

იცით თუ არა, რომ...
* "რუბინმა" სამჯერ წააგო ევროთასებზე შინ; სამჯერვე, როცა მოსკოვში ითამაშა. დებიუტანტი "ლევანტე" 7 მატჩია, დაუმარცხებელია. მათ შორის 3 მატჩი ვალენსიურმა კლუბმა სტუმრად გამართა.

* "ზენიტმა" ყველა საშინაო მატჩი მოიგო ჯგუფურ ეტაპზე და პლეი ოფში. "ბაზელი" 2005/06 წლების სეზონის შემდეგ პირველად გავიდა ევროთასების ამ ეტაპზე.

* "ინტერი" და "ტოტენჰემი" 2010/11 წლების ჩემპიონთა ლიგაზე ერთ ჯგუფში მოხვდნენ. "ნერაძურიმ" შინ 4:3 მოიგო, "ტოტენჰემმა" ინგლისში 3:1 იმარჯვა.

* 2005/06 წლების უეფას თასის ნახევარფინალში "სტიაუა" "მიდლსბროს" ესტუმრა. მატჩის დასრულებამდე 24 წუთით ადრე ორი მატჩის ჯამში 3:0-ს იგებდა, საბოლოოდ კი 3:4 წააგო.

* "პლზენი" ევროპალიგის მერვედფინალში პირველადაა.

* "ბორდო" და "ბენფიკა" აქამდე მხოლოდ ერთხელ, 1986/87 წლების თასების თასზე შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ "ბორდომ" გააგდო მეტოქე: 1:1 ლისაბონში და 1:0 შინ.

* "ნიუკასლი" 12 მატჩია, არ დამარცხებულა (8 მოგება, 4 ფრე). "ნიუკასლი" ამ ეტაპზე მეხუთედაა, "ანჟი" - პირველად.

* წინა წრეში "ლაციომ" ბუნდესლიგის კიდევ ერთი წარმომადგენელი გამოთიშა, მიონხენგლადბახის "ბორუსია".

14 მარტი
რუბინი (რუს)-ლევანტე (ესპ) 21:00 (0:0)
ზენიტი (რუს)-ბაზელი (შვე) 21:00 (0:2)
ინტერი (იტა)-ტოტენჰემი (ინგ) 22:00 (0:3)
ბორდო (საფ)-ბენფიკა (პორ) 00:05 (0:1)
ჩელსი (ინგ)-სტიაუა (რუმ) 00:05 (0:1)
ფენერბაჰჩე (თურ)-პლზენი (ჩეხ) 00:05 (1:0)
ლაციო (იტა)-შტუტგარტი (გერ) 00:05 (2:0)
ნიუკასლი (ინგ)-ანჟი (რუს) 00:05 (0:0)

ბომბარდირები: 7 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 5 - რაულ ბობადილია (ბაზელი), ლიბორ კოზაკი (ლაციო), როდრიგო პალასიო (ინტერი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ნიუკასლი": აქცენტი ევროპულ ასპარეზზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული