ევროპალიგა. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩების წინ: "ამსტერდამ არენა" ორს ელის

AutoSharing Option
2 მაისს, საღამოს გვეცოდინება, თუ რომელი ორი გუნდი დაუპირისპირდება 15 მაისს ერთმანეთს ევროპალიგის რიგით მე-4 ფინალში, რომელიც "ამსტერდამ არენაზე" გაიმართება. პრეტენდენტი ოთხია, მათ შორის, ლონდონის "ჩელსი"...

ფინალამდე არც ისე შორია
"ჩელსის" დისკვალიფიკაციის გამო არ ეყოლება მარცხენა მცველი ეშლი კოული, რომელმაც წინა თამაშში ყვითელი ბარათი მიიღო. ასევე არ იქნება დემბა ბა, ვისაც ევროთასებზე "ჩელსის" მაისურით თამაში არ შეუძლია. სხვა მხრივ, რაფა ბენიტესს ყველა მწყობრში ჰყავს, თუ დიდი ხნის წინათ გამოკლებულ ორიოლ რომეუსა და მარკო მარინს არ ჩავთვლით.

მურატ იაკინი, ალბათ, იმავე
11-ეულს გამოიყვანს, რომლითაც "სტ იაკობსზე" დაიწყო თამაში. კაი ვოზერი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც შვეიცარიელებს ტრავმის გამო არ ეყოლებათ. ალექსანდარ დრაგოვიჩი დისკვალიფიცირებულია.

სავარაუდო შემადგენლობა
ჩელსი: ჩეხი - ასპილიკუეტა, კეჰილი, ტერი, ბერტრანდი - ლემპარდი, დ. ლუისი, რამირესი - მოზესი, ტორესი, აზარი.
ბაზელი: ზომერი - დეგენი, შარი, საურო, პარკი - ნენი, დიე, ფრაი - სალაჰი, შტრელერი, შტოკერი.

* ევროპალიგის ბოლო 4 მატჩში "ჩელსიმ" სულ მცირე, მატჩში 2 გოლი გაიტანა.
* ფერნანდო ტორესის ანგარიშზე 7 მატჩში 4 გოლია.
* ბოლო გუნდი, რომელმაც "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსის" მოუგო, "მანჩესტერ იუნაიტედია" - 2011 წლის აპრილში.
* ევროპალიგის ბოლო სამ მატჩში "ბაზელი" 2 გოლს მაინც უშვებდა თამაშში.
* მარკო შტრელერი და მცველი ფაბიან შარი 4-4 გოლით "ბაზელის" ბომბარდირები არიან ევროპალიგაზე.
* იაკინის გუნდს ამ სეზონში ევროპალიგაზე სტუმრად არ მოუგია.
* "ბაზელმა" 17 და 7 გოლი თამაშის ბოლო 15-წუთეულში გაიტანა - ეს კი გოლების 41%-ია.

რომელი სტატისტიკა გამართლდება
თუ სტატისტიკას ვენდობით, აიკუტ კოჯამანის გუნდს თავი ქუდში აქვს. ამ სეზონში "ფენერბაჰჩეს" სტუმრად ევროპალიგაზე არ წაუგია და თუ არც ახლა წააგებს, კლუბის ისტორიაში პირველად გავა ფინალში. თუმცა იმავე სტატისტიკის თანახმად, "ფენერის" ისტორიაში ყველაზე დიდი მარცხი ლისაბონურია.

"ბენფიკას" ენცო პერესი უბრუნდება, რომელიც პირველ შეხვედრაში დისკვალიფიცირებული იყო. "არწივებს" ტრავმირებულები არ ჰყავთ, თუმცა ოლა ჯონმა პირველ შეხვედრაში მორიგი ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებულია. სტუმრებს არ ეყოლებათ დისკვალიფიცირებული პიერ ვებო და მეჰმეთ თოპალი. რაულ მეირელეშისთვის კი სეზონი დასრულებულია.

სავარაუდო შემადგენლობა
ბენფიკა: მორაეში - ალმეიდა, გარაი. ჟარდელი, პერეირა - მატიჩი, პერესი - სალვიო, ლიმა, გაიტანი - კარდოსო.
ფენერბაჰჩე: დემირელი - გიონული, იობო, კორკმაზი, ციგლერი - შაჰინი, ბარონი - კუიტი, უჩანი, ერკინი - სოუ.

* ევროპალიგაზე "ბენფიკამ" 13 საშინაო მატჩიდან 12 მოიგო.
* სტამბულში მარცხმა "არწივების" 38-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.
* ევროპალიგაზე ყველაზე მეტი მატჩი ედუარდო სალვიომ ითამაშა - 32. არგენტინელი ამ ტურნირის ორგზის გამარჯვებულია მადრიდის "ატლეტიკოს" შემადგენლობაში.
* ევროთასებზე "ფენერმა" ყველაზე დიდი მარცხი სწორედ "ბენფიკასგან" განიცადა - 1975/76 წლების სეზონში 0:7 წააგო.
* თუ "ფენერი" ფინალში გავა, ეს ამ კლუბის ისტორიაში პირველად მოხდება. აქამდე "ფენერბაჰჩეს" საუკეთესო მიღწევა 2008 წელს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თამაში იყო.
* აიკუტ კოჯამანის გუნდს ევროპალიგაზე სტუმრად ჯერ არ წაუგია.

2 მაისი
ბენფიკა-ფენერბაჰჩე 23:05 (0:1)
დისკვალიფიკაცია: ჯონი - მ. თოპალი, ვებო
ტრავმა: მეირელეში (ფენ)

ჩელსი-ბაზელი 23:05 (2:1)
დისკვალიფიკაცია: ე. კოული, ბა - დრაგოვიჩი
ტრავმა: რომეუ, მარინი - ვოზერი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევროპალიგა. 1/2-ფინალი. I მატჩები: "ჩელსი" თითქმის ფინალშია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული