ჯონ ტერი: ერთი სული გვაქვს, დავეუფლოთ თასს და ის "სტემფორდ ბრიჯზე" მივაბრძანოთ

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" კაპიტანმა ჯონ ტერიმ 15 მაისს, ამსტერდამში გასამართი ევროპალიგის ფინალის წინ ისაუბრა, სადაც მისი გუნდი "ბენფიკას" დაუპირისპირდება.

თავად ფეხბურთელი ამ მატჩში მონაწილეობას ტრავმის გამო ვერ მიიღებს.

"როდესაც ევროპალიგაზე ასპარეზობ, მაშინღა იგებ, რა ტურნირია ის და რაოდენ მნიშვნელოვანია სხვა გუნდებისთვის.

ევროპალიგა ჩვენი მოთამაშეებისთვისაც და გულშემატკივრებისთვისაც ძალიან ძვირფასია და გვიხარია, რომ ფინალში ვართ.

ერთი სული გვაქვს, დავეუფლოთ თასს და ის "სტემფორდ ბრიჯზე" მივაბრძანოთ.

ფინალი მძიმე იქნება, მაგრამ ამისთვის მზად ვართ. გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ, ალბათ, ოდნავ ძლიერები ვართ მეტოქეზე, მაგრამ საფეხბურთო თვალსაზრისით,
"ბენფიკა" არავისზე ნაკლები არაა", - აქვეყნებს ტერის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.

ასევე იხილეთ:
ბენფიკა VS ჩელსი - რომელი უფრო მეფეა, არწივი თუ ლომი?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული