ჟორჟე ჟეზუსი: ამაყი ვარ - "ბენფიკა" უფრო შთამბეჭდავად გამოიყურებოდა

AutoSharing Option
"ბენფიკას" მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟეზუსმა ევროპალიგის ფინალის შემდეგ თავის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

15 მაისს, "ამსტერდამ არენაზე" გამართულ მატჩში პორტუგალიური კლუბი ლონდონის "ჩელსისთან" 1:2 დამარცხდა. ეს "ბენფიკასთვის" ევროთასების ისტორიაში მეშვიდე წაგებული ფინალია.

"ლურჯებმა" ფერნანდო ტორესისა და ბრანისლავ ივანოვიჩის გოლებით მოიგეს. "ბენფიკას" მხრიდან თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გატანა ოსკარ კარდოსომ შეძლო.

"მინდა ვთქვა, რომ აქ ყოფნით ამაყი ვარ. დღეს მსოფლიომ დაინახა, რომ "ბენფიკა" მართლაც მაღალი კლასის გუნდია და იმსახურებდა კიდეც გამარჯვებას.

მხურვალე თანადგომისა და ერთგულებისთვის გამარჯვებას იმსახურებდნენ ჩვენი გულშემატკივრებიც.

ამ შეხვედრაში მეტწილად "ბენფიკა" ჯობდა, უფრო
ორგანიზებულად თამაშობდა და ტექნიკითაც და ტაქტიკითაც აღემატებოდა მეტოქეს.

"ჩელსი" კონტრშეტევებზეა საშიში და თუკი პირველ ტაიმში ინგლისელების განიარაღება შევძელით, შესვენების შემდეგ მათ წარმატების მიღწევაში ხელი ვეღარ შევუშალეთ.

არადა, ანგარიში ჩვენ უნდა გაგვეხსნა, შემდეგ კი 2:1 გაგვეხადა ის. ყველაფერს პატარა დეტალები წყვეტდა, უფრო ზუსტად, საჯარიმოები.

და კიდევ ერთხელ, უკვე მეორედ ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, გადამწყვეტი ბურთი დამატებულ დროში გავუშვით. "ბენფიკა" ამჯერადაც არ იმსახურებდა წაგებას. ბოლოს ყველანი განადგურებულნი ვიყავით.

მაგრამ წინ კიდევ ორი ფინალია. პორტუგალიის თასისთვის მატჩში უნდა ვითამაშოთ და პლუს, არ დასრულებულა საჩემპიონო რბოლა.

ძალიან გამახარა მატჩის შემდეგ იოჰან კრუიფის მოკითხვამ და სიტყვებმა, რომ "ბენფიკა" - მართლაც კარგი გუნდია, რომელიც მისთვის მოსაწონ ფეხბურთს თამაშობს. მე მისგან ბევრი რამ ვისწავლე და მის სიტყვებს ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს",
- აქვეყნებს ჟეზუსის ნათქვამს უეფას ოფიციალური გვერდი.

ევროპალიგის ფინალის გახსნის ცერემონია - იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ბენფიკა-ჩელსი 1:2 - 10 დღე ევროპის მწვერვალზე! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული