ევროპის ლიგა. ვიტ ჯორჯიას საევროპო განაცხადი

AutoSharing Option
ზუსტად ერთი კვირა და ქვეყნის თასის მფლობელი "ვიტ ჯორჯია" ევროპის თასის გათამაშებაში, მეორე რაუნდიდან, ჩეხეთის ბრინჯაოს პრიზიორ ოსტრავას "ბანიკთან" მატჩით ჩაერთვება. მანამდე კი ვეტერინარები უკრაინაში განაგრძობენ მოსამზადებელ შეკრებას და სამშობლოში 9 ივლისს დაბრუნდებიან. შეგახსენებთ, რომ ჯორჯიელებმა ყირიმში სამი საკონტროლო მატჩი უკვე გამართეს, სიმფეროპოლის "ტავრიასთან" 1:2 დამარცხდნენ, "ნაფტოვიკთან" 0:3 წააგეს და "ხარკოვის "ჰელიოსს" 1:0 სძლიეს. ქართველებთან და ახალი სეზონისთვის ავსტრიაში ამზადებებს გუნდს ოსტრავას "ბანიკის" მთავარი მწვრთნელი მიროსლავ კუბეკი. "ბანიკზე" ქვემოთ მოგითხრობთ, მანამე კი ჩვენს გუნდზე ვთქვათ.

ვიტელებმა ევროპის ლიგაზე ასპარეზობისათვის უეფაში
უკვე გააგზავნეს განაცხადი, რომელშიც 25 ფეხბურთელი შეიყვანეს. ვეტერინართა მიერ, უეფაში გაგზავნილი საევროპო შემადგენლობა ფეხბურთელთა მუდმივი ნომრებით, ასეთია:
მეკარეები: 1. არდალიონ მიქაბერიძე, 12. ჯინო რეჭია, 25. გიორგი ძაძამია;
მცველები: 2. გიორგი სარაჯიშვილი, 3. დავით ლომია, 4. ლაშა კასრაძე, 14. ირაკლი ჭანკვეტაძე, 20. დავით ხურცილავა, 22. რევაზ ღანიაშვილი, 28. ჯემალ გოგიაშვილი, 29. გურამ ადამაძე;
ნახევარმცველები: 6. გიორგი ვასაძე, 8. გურამ გურეშიძე, 15. გიორგი კორიფაძე, 19. მირიან დვალიშვილი, 21. დავით მაისაშვილი, 24. ირაკლი კლიმიაშვილი, 27. გიგა ბეჭვაია, 30. გიორგი ჯანელიძე;
თავდამსხმელები: 5. ჯაბა ლიპარტია, 9. მიხეილ როსტაშვილი, 10. გიორგი ბერიაშვილი, 13. ბესიკ ჩიმაკაძე, 18. ვახტანგ კვარაცხელია, 23. ბექა ზაქრაძე;

ახლა "ბანიკზე" ვთვქათ, მიროსლავ კუბეკის გუნდი ავსტრიაში გადის მოსამზადებელ შეკრებას. "ბანიკმა" რამდენიმე ამხანაგური მატჩი გამართა. ოსტრაველებმა ლუგანსკის "ზარიასთან" 1:1 ფრე ითამაშეს, "გრადკორნს" 2:0 სძლიეს, იაპონურ, ხიროსიმას "სანფრესესთან" 2:5 წააგეს და გრაცის "შტურმი" 1:0 დამარცხეს. ბოლოს კი "ნოიშტადთან" 1:1 ფრეზე გაიყარნენ. ავსტრიულ "ნოიშტადთან" "ბანიკმა" 4-3-3 ტაქტიკითა და ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

დანეკი - რეჟნიკი, ნოივირტი, ბოლფი, ნევესი - ლუკეში (89. ვოინარი), მარეკი, ჰუსბაუერი (62. ფრეილახი) - შენკერიკი (62. ვრტო), ვარადი (87. ზეჰერი), პილიკი (შმეიკა).
სიახლეა ისიც, რომ "ბანიკმა" 5 ახალგაზრდა ფეხბურთელი დაიმატა. ჰუსბაუერი, პილიკი, შმეიკალი, ფრეილახი და კუკალი. ამ კვინტეტიდან კუბეკმა რამდენიმე ავსტრიულ "ნოუშტადთან", ბოლოს გამართულ საკონტროლო მატჩშიც გამოსცადა...
საინტერესო უნდა იყოს "ბანიკის" თავკაც მიროსლავ კუბიკის კომენტარიც, რომელიც ჩეხურმა ვებგვერდებმა გაავრცელეს.
"ქართულ ფებურთსა და მით უმეტეს ჩვენს მეტოქე "ვიტ ჯორჯიას" შესახებ ბევრი ნამდვილად არაფერი ვიცი. თუმცა მეტოქეზე ინფორმაციის შეგროვებას ვაგრძელებთ. ვიცი, რომ ქართველები ტექნიკურ და ჭკვიან ფეხბურთს თამაშობენ. ბევრი მიიჩნევს, რომ ამ წყვილში ჩვენ ვართ ფავორიტები, მაგრამ ეს საქმით უნდა დავამტკიცოთ. ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ ქართველებთან რთული მატჩები გველის".

დაბოლოს, ევროპის ლიგის მეორე რაუნდში "ვიტ ჯორჯია" ჩეხურ "ბანიკთან" პირველ მატჩს შინ გამართვს. უკვე გადაწყვეტილია, რომ ეს შეხვედრა 15 ივლისს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება და 18 საათზე დაიწყება. ამ შეხვედრას გერმანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. არბიტრი კი ბაბაკ რაფატი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული