ქუთაისის "ტორპედო" და "ჟილინა" პირველი ტაიმის შემდეგ უგოლოდ დაშორდნენ

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკურ "ჟილინას" მასპინძლობს.

ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე მიმდინარე შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლის გარეშე მიილია.

ანგარიშის გახსნის კარგი შანსი სტუმრებს კუთხურის გათამაშებს შემდეგ ჰქონდათ, თუმცა "ჟილინას" ფეხბურთელმა ახლო მანძილიდან ომარ მიგინეიშვილის კარის მიმართულებით ბურთის გაგზავნა ვერ მოახერხა.

ორ ეპიზოდში ითხოვდნენ ქუთათურები თერთმეტრიანს. პირველ ჯერზე ვაჟა ტაბატაძე დაეცა სტუმართა საჯარიმოში, თუმცა არბიტრმა "ტორპედოს" ფეხბურთელი სიმულაციისთვის გააფრთხილა.

მეორე ეპიზოდში კი, კარგ პოზიციაში მყოფ გიორგი გოროზიას სლოვაკთა მცველმა აშკარად ხელი კრა, თუმცა მსაჯმა არც ამ შემთხვევაში
მიიღო მასპინძელთათვის სასურველი გადაწყვეტილება.

ამ ეპიზოდიდან მალევე გოროზიამ შორი მანძილიდან მოჭრილი დარტყმით სცადა "ჟილინას" კარის დალაშქვრა, თუმცა მეკარე მარტინ დუბრავკამ ეფექტურ ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული