სლოვაკთა მუქარა ახდა - ქუთაისის "ტორპედო" შინ განადგურდა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა მწარე მარცხით დაიწყო და დიდი ალბათობით, ამ ეტაპზევე დაასრულა წლევანდელ ევროთასებზე გამოსვლა.

სლოვაკურ "ჟილინასთან" 4 ივლისს ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ჟერარდ სარაგოსას გაწვრთნილებმა სამი უპასუხო გოლი გაუშვეს და საპასუხო, სტუმრად გასამართ მატჩს ინტრიგა დაუკარგეს.

თუმცა, შეხვედრის პირველი ნახევარი, მიუხედავად სტუმართა მცირე უპირატესობისა, "ტორპედოს" მშრალი ანგარიშით წაგებას თითქოს არ უქადდა.

თამაშში ანგარიშის გახსნის კარგი შანსი სტუმრებს კუთხურის გათამაშებს შემდეგ ჰქონდათ, თუმცა "ჟილინას" ფეხბურთელმა ახლო მანძილიდან ომარ მიგინეიშვილის კარის მიმართულებით ბურთის გაგზავნა ვერ
მოახერხა.

ორ ეპიზოდში ითხოვდნენ ქუთათურები თერთმეტრიანს. პირველ ჯერზე ვაჟა ტაბატაძე დაეცა სტუმართა საჯარიმოში, თუმცა არბიტრმა "ტორპედოს" ფეხბურთელი სიმულაციისთვის გააფრთხილა.

მეორე ეპიზოდში კი, კარგ პოზიციაში მყოფ გიორგი გოროზიას სლოვაკთა მცველმა აშკარად ხელი კრა, თუმცა მსაჯმა არც ამ შემთხვევაში მიიღო მასპინძელთათვის სასურველი გადაწყვეტილება.

ამ ეპიზოდიდან მალევე გოროზიამ შორი მანძილიდან მოჭრილი დარტყმით სცადა "ჟილინას" კარის დალაშქვრა, თუმცა მეკარე მარტინ დუბრავკამ ეფექტურ ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია.

შესვენების შემდეგ მალევე, ქუთათურებმა ორიგინალურად გათამაშებული საჯარიმო წარმოგვიდგინეს, ამის შემდეგ კი სტუმრების ჯერი დადგა. "ჟილინას" ფეხბურთელებმა ზედიზედ ორჯერ გაილაღეს შეტევის მარჯვენა ფლანგზე და ჯერ 58-ე წუთზე ტომაშ მაიტანმა დააგვირგვინა იერიში გოლით, შემდეგ კი რობერტ პიხმა - 76-ე წუთზე.

"ჟილინამ" მიგინეიშვილის კარის დალაშქვრა ერთხელაც შეძლო - მაიტანმა დუბლი 84-ე წუთზე მიითვალა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია - სლოვაკთა დამრიგებლის ადრიან გულას თამაშისწინა მუქარა ახდა. "ჟილინამ" ქუთათურთა ახალგაზრდულ გუნდს იოლად აჯობა და წყვილის გამარჯვებულის საკითხი პრაქტიკულად პირველ თამაშშივე გადაწყვიტა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
miuxedavad wagebisa torpedo momewona. ase gaagrdzeled da mogebebic male iqneba. kargi bichebi izrdebian.
beqa
09:41 05-07-2013
0
miuxedavad wagebisa torpedo momewona. ase gaagrdzeled da mogebebic male iqneba. kargi bichebi izrdebian.
beqa
09:41 05-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული