ჟერარდ სარაგოსა: დღეს წავაგეთ, მაგრამ ხვალ ჩვენთვისაც ამოვა მზე

AutoSharing Option
4 ივლისის ქუთაისში "ტორპედომ" სლოვაკეთის "ჟილინასთან" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გამართა და ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა ჟერარდ სარაგოსამ კომენტარი გააკეთა.

- დღევანდელ მატჩში ორი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ. მატჩის პირველ ნახევარში თანაბარი თამაში იყო, გოლის შემდეგ კი სადავეები ხელიდან გავუშვით.

"ჟილინამ", უმთავრესად, გამოცდილებით გვაჯობა. ამ გუნდში 6 ისეთი ფეხბურთელი თამაშობდა, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგაზე "ჩელსისა" და "მარსელის" წინააღმდეგ აქვთ თამაშები ჩატარებული.

ჩვენ კი ახალი გუნდი გვყავს. დღეს რაც ნახეთ, ეს არის სამი კვირის მუშაობის
შედეგი. ასეთ მცირე დროში კი გუნდის შეთამაშება ძალიან რთულია. დღეს წავაგეთ, მაგრამ ხვალ ჩვენთვისაც ამოვა მზე, ძლიერ გუნდს ჩამოვაყალიბებთ და ჩვენი თამაშით გულშემატკივრებიც ისიამოვნებენ.

- პირველ ტაიმში "ტორპედოს" რამდენიმე ფეხბურთელი განსაკუთრებულად სუსტად გამოიყურებოდა და ხომ არ აჯობებდა მათი დროულად გამოცვლა? მეორე ტაიმში გოლები სწორედ იმ ფლანგიდან გავიდა, სადაც ისინი მოქმედებდნენ.
- წაგებას ცალკეულ ფეხბურთელებს ვერ დავაბრალებ. პირველი გოლი კომპლექსურ შეცდომას მოჰყვა. ამის შემდეგ კი შეტევაში წავედით, ზურგი მოგვიშიშვლდა და მეტოქემ ამით კარგად ისარგებლა.

- ტაბატაძის წაქცევისას ქუთაისელები პენალტს ითხოვდნენ, მსაჯმა კი მას ყვითელი ბარათი აჩვენა. მსაჯობაზე რას იტყვით?
- არა აქვს მნიშვნელობა, მოვიგებთ თუ წავაგებთ - მსაჯზე აუგს არასდროს ვიტყვი. ხორვატმა არბიტრმა ძალიან კარგად იმსაჯა, თუმცა ისიც ფაქტია, ტაბატაძეს ფეხზე ძლიერად ჰქონდა მოხვედრილი...

ასევე იხილეთ:
ტორპედო-ჟილინა 0:3 - სირცხვილი და ვნებათაღელვა ქუთაისში [VIDEO]
შეტაკება ქუთაისის "ტორპედოს" ქომაგებსა და პოლიციას შორის [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 7 /
ფხაკაძეების ოფისთან ერთი კაი კონცერტია ჩასატარებელი ქუთაისსი ესე ხალხის დაკიდებისთვის
emigranti
16:52 05-07-2013
0
სირცხვილია
emigranti
16:51 05-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული