ჟილინა-ტორპედო 3:3 - მხიარული თამაში სლოვაკეთში

AutoSharing Option
11 ივლისს სლოვაკეთში ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართა - ერთმანეთს "ჟილინა" და ქუთაისის "ტორპედო" შეხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში, ქუთაისში, ესპანელი ჟერარდ სარაგოსას გუნდმა უშანსოდ, 0:3 წააგო ადრიან გულას გუნდთან და საპასუხო შეხვედრა მხოლოდ ფორმალობა იყო.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ამ გოლუხვ მატჩში ტორპედოელებმა უკეთ ითამაშეს, ვიდრე შინ.

ანგარიში მე-17 წუთზე ტომაშ მაიტანმა გახსნა, ხოლო რობერტ პიხმა 23-ე წუთზე სლოვაკთა უპირატესობა 2-ბურთიანი გახადა. ყველას ეგონა, რომ ქართველები ისევ განადგურდებოდნენ, მაგრამ სტუმრებმა გათანაბრებაც კი მოახერხეს.

29-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ
გამოიჩინა თავი, ხოლო მეორე ტაიმში, 61-ე წუთზე მანვე ანგარიში 2:2 გახადა.

"ჟილინას" პასუხს არ დაუგვიანია - 62-ე წუთზე პიხმა დუბლი შეასრულა და მასპინძლები ისევ დააწინაურა.

79-ე წუთზე ალეკო მზევრაშვილმა ისევ გაათანაბრა - 3:3.

ქუთაისის "ტორპედო" ორი მატჩის ჯამში (3:6) ევროტურნირს ნაადრევ სტადიაზე დაემშვიდობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტორპედო-ჟილინა 0:3 - სირცხვილი და ვნებათაღელვა ქუთაისში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული