საჩხერის "ჩიხურა" ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა!

AutoSharing Option
11 ივლისს საჩხერის "ჩიხურამ" ლიხტენშტეინში "ვადუცთან" ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი გამართა. საჩხერელებმა სტუმრად ფრედ, 1:1 ითამაშეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ სოსო ფრუიძის შეგირდებმა თბილისში, "მიხეილ მესხზე" ერთი კვირის წინ გამართული შეხვედრა ფრედ, 0:0 დაასრულეს და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, სტუმრად მინიმუმ ერთი გოლის გატანა მართებდათ (0:0-ზე საქმე ჯერ დამატებით დრომდე, შემდეგ კი პენალტების სერიამდე მივიდოდა).

საჩხერელებმა "რეინპარკზე" სწრაფი გოლის გატანა შეძლეს - უკვე მატჩის მეორე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა "ჩიხურა" წინ გაიყვანა.

მასპინძლებმა გათანაბრება მალევე, 29-ე წუთზე
მანუელ ზუტერის
გოლით შეძლეს, მაგრამ დარჩენილ დროში მეტს ვეღარაფერს გამორჩნენ.

საბოლოოდ ორრაუნდიან ბრძოლაში გამარჯვება წილად ევროთასების დებიუტანტ "ჩიხურას" ხვდა.

ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ჩიხურა" შვეიცარიულ "თუნს" დაუპირისპირდება.

ასევე იხილეთ:
ჩიხურა-ვადუცი 0:0 - ერთი დონის მეტოქეები
მკითხველის კომენტარები / 2 /
"თუნი" - სთანაც გვაქვს შანსები , აი ეგ ეტაპიც რომ დავძლიოთ , ნუ რავიცი , მოკლედ დადებითად დადებითად.....
Dinamo Fan
02:04 12-07-2013
0
თურმე შეგიძლიათ ონლაინ მუშაობა ქართველო ჟურნალისტებო! ყოჩაღ საიტის ონლაინელო ინფორმაციის მომწოდებლებო!
Chihura
22:53 11-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული