მასთან პირველ შეხვედრას სოსო ფრუიძის გუნდი 18 ივლისს სტუმრად გამართავს, საპასუხო შეხვედრა კი "ჩიხურას" 25 ივლისს ელის.
იმის მიუხედავად, რომ "თუნის" ისტორია უკვე 115 წელიწადს ითვლის, ამ კლუბის მატიანეს წარმატებული ნამდვილად არ ეთქმის. "თუნი" არაერთხელ გავარდნილა რანგით პირველი შვეიცარიული ლიგიდან.
ევროასპარეზზე დებიუტი "თუნს" 21-ე საუკუნეში ჰქონდა და საკმაო წარმატებებსაც მიაღწია. უპირველესად, 2005-06 წლების სეზონი უნ
ბოლოს "თუნი" ევროტურნირებზე 2011-12 წლების სეზონში გამოდიოდა, როცა ევროპის ლიგაზე პლეი ოფის სტადიამდე მიაღწია. არსებობის ისტორიაში "ჩიხურას" მეტოქეს ევროასპარეზზე მხოლოდ 18 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც 6 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და 7 წააგო.
"თუნში" ერთი სეზონი აქვს გატარებული თბილისის "დინამოს" ყოფილ თავდამსხმელ სანდრო იაშვილს, რომლის შვეიცარიული კარიერაც წარუმატებელი გამოდგა.
გასულ სეზონში "თუნმა" შვეიცარიის ათგუნდიან სუპერლიგაში მეხუთე ადგილი დაიკავა. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი 13 გოლით შვეიცარიელი ფორვარდი მარკო შნუვლი გახდა.
"თუნს" ევროპის ლიგის პირველ ეტაპზე არ უთამაშია, "ჩიხურას" მოწინააღმდეგე ბრძოლაში პირდაპირ მეორე რაუნდიდან ჩაერთვება.
თუნი (შვეიცარია)
დაარსდა 1898 წელს
ფერები: წითელი, თეთრი
პრეზიდენტი: მარკუს შტელი
მთავარი მწვრთნელი: ურს ფიშერი
სტადიონი: არენა თუნი (ტევადობა 10 300)
მეკარეები: 1. გიომ ფავრი, 18. ფრანჩესკო რუბერტო, 22. დავიდ მოსერი;
მცველები: 3. ლუკას შენკელი, 5. ფულვიო სულმონი, 14. ნიკოლას შინედლორცი, 20. დავიდ ფრეი, 26. თომას რაინმანი, 27. ენრიკო სკირინცი (იტალია), 33. ბენიამინ ლუტი;
ნახევარმცველები: 6. როლანდ ბეტიგი, 7. ლუკა ძუფი, 8. მიხაელ ზიგფრიდი, 10. მილოშ კრსტიჩი (სერბეთი), 17. დენის ჰედიგერი, 21. ნელსონ ფერეირა (პორტუგალია), 25. კევინ ბიგლერი, 28. ანდრეას ვიტვერი, 32. მატიო სალამანი (საფრანგეთი), 35. სეკუ სანოგო (კოტდივუარი);
თავდამსხმელები: 9. ბერატ სადიკი (ფინეთი), 11. იოზეფ მარტინესი (ვენესუელა), 15. მარკო შნუვლი, 16. კასიო (ბრაზილია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ვადუცი-ჩიხურა 1:1 - სოსო ფრუიძე მართალს ამბობდა... [VIDEO]
ჩიხურა-ვადუცი 0:0 - ერთი დონის მეტოქეები