ჩიხურა-თუნი 1:3 - დებიუტანტი ევროთასებს დაემშვიდობა

AutoSharing Option
25 ივლისს თბილისში ევროპალიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართა საჩხერის "ჩიხურასა" და შვეიცარიულ "თუნს" შორის.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი შვეიცარიელებმა 2:0 მოიგეს.

სამწუხაროდ, მეორე შეხვედრაშიც "თუნმა" იმარჯვა - 3:1 (ორი მატჩის ჯამში 5:1) და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

არადა, ყველაფერი საჩვენოდ დაიწყო - უკვე მე-6 წუთზე გიორგი რეხვიაშვილმა "ჩიხურა" დააწინაურა - 1:0.

45-ე წუთზე ვაჟა ლომაშვილის შეცდომამ ყველაფერი წყალში ჩაყარა, მან ვიტვერის დარტყმული უნებლიეთ საკუთარ კარში ჩაჭრა - 1:1.

49-ე წუთზე "თუნი" იოზეფ მარტინესმა დააწინაურა, ხოლო 84-ე წუთზე მარკო შნიულიმ
საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:3, სტუმართა სასარგებლოდ.

ევროთასების დებიუტანტი საჩხერის "ჩიხურა" ევროპის ლიგის გათამაშებას გამოეთიშა.

ჩიხურა: სომხიშვილი - ოდიკაძე, კაშია, რეხვიაშვილი, ჩიკვაიძე - ლომაშვილი - დათუნაიშვილი (78. ქიმაძე), დეკანოიძე, ჯიღაური, ბეჭვაია - წინამძღვრიშვილი (78. დემეტრაშვილი).

ასევე იხილეთ:
თუნი-ჩიხურა 2:0: ყველაფერი თბილისში გადაწყდება
მკითხველის კომენტარები / 1 /
სტადიონი ცარიელი იყო,ტრანსლაცია არ იყო,თბილისელები *** ხართ,თქვენს ქართველობას ***.ერთი ისრის გადატეხვის ადვილობის და დ ისართა კონის ჩამსხვრევის სიძნელეზე,გაიხსენეთ ქართული მითები,ანა არადა ონლაინ ქომაგობა იყო საჭირო,გუნდი გავიდოდა,შემდგომ.უვარგისი ერი ვართ,უჯიგრო
Tsiskara-London
10:38 26-07-2013
0

სიახლეები პოპულარული