ოლბორგი-დილა 0:0 - ნულოვანი, მაგრამ ოსტატური

AutoSharing Option
თბილისში მიღწეული ანგარიშისა და თამაშის ხარისხის შემდეგ "დილას" შემდეგ ეტაპზე გასვლა ეჭვქვეშ არ უნდა დამდგარიყო, მაგრამ ისიც ცხადი იყო, რომ დანიელები თავიანთი წილი შანსის გამოსაყენებლად ბოლომდე იბრძოლებდნენ.

ვერ ვიტყვით, რომ "ოლბორგმა" საამისოდ ძალ-ღონე დაიშურაო, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო - საყაიმო ანგარიშის მიუხედავად, 25 ივლისის მატჩშიც გამოჩნდა, რომ "დილა" გაცილებით უკეთესი გუნდია.

გორელებს 90 წუთის განმავლობაში ერთი სერიოზული შეცდომაც არ დაუშვიათ, მშვიდად აკონტროლებდნენ თამაშის ტემპს, აკურატულად ითამაშეს დაცვაში და მეტოქისთვის არც მოედნის ცენტრი დაუთმიათ.

Sportall.Geდანიელებმა პრესტიჟის გამარჯვების მოპოვებაც ვერ
შეძლეს. მათ ერთფეროვან შეტევებს "დილა" დამაჯერებლად უმკლავდებოდა და დროდადრო თავადაც უტევდა.

სტუმრებს გამარჯვების გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ რამდენიმე კარგი შანსი ვერ გამოიყენეს. ყველაზე ახლოს "დილა" დაწინაურებასთან 77-ე წუთზე იყო, როცა შეცვლაზე შესულმა კახა ალადაშვილმა მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდება სცადა და "ოლბორგი" ხარიხამ იხსნა.

მთლიანობაში, თამაში სანახაობრივი ვერ გამოდგა და ამის საჭიროება არც იყო. მთავარი საქმე "დილამ" "მიხეილ მესხზე" გააკეთა, როცა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრა და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა.

პირველი მატჩის შემდეგ გიორგი დევდარიანმა ძირითად შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა - ალადაშვილის, გრიგოლ დოლიძისა და ირაკლი მოდებაძის ადგილები თემურ ღონღაძემ, გიორგი აბურჯანიამ და მიხაილ გორელიშვილმა დაიკავეს.

კარგი იქნებოდა, ხორვატულ "ჰაიდუკთან" პირველ მატჩს საქართველოს ჩემპიონი დისკვალიფიცირებულთა გარეშე შეხვედროდა, მაგრამ ერთ დანაკლისს ვერ ასცდა - ალადაშვილმა გაფრთხილება "ოლბორგთან" ორივე შეხვედრაში მიიღო და ხორვატებთან პირველ თამაშს დააკლდება.

მოკლედ, "დილამ" ქართველ ქომაგს მოლოდინი არც 25 ივლისს გაუცრუა და ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე დამაჯერებლად შეაბიჯა.

გადაულახავ ბარიერად არც "ჰაიდუკი" მოჩანს და ყველა საფუძველი გვაქვს საიმისოდ, რომ "დილა" ზედიზედ მეორე პლეი ოფში ვიხილოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დილა-ოლბორგი 3:0 - ძლევაი საკვირველი? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 13 /
შემრცხვა,ქართველთა ამგვარი თამშის.ოლბურგზე ცოტათი ძლიერი გუნდი,დაგვშლიდა ფაჩიკოს არღანივით.შემდგომში თუ ასე ვითამაშეთ გასვლაზე,ასეც მოხდება.Yველაზე საუკეთესო დაცვა,Dრო და დრო შეტევაა,არ გვინა ველოს ხელახლა მოგონება,საწუწუნო გაგვიხდება,სულ მალე თუ ამგვარად,ყცხვირფიროდ,ვითამაშეთ.ქეცბაიას-ესფანეთთან,ქართველთა უვარგისი კატენაჩიო გაიხსენეთ,დოყლაფიებო.
tsiskara-London
10:45 26-07-2013
0
"საქართველოს ჩემპიონი" ?
--
ეტყობა, თამაშს არ უყურე. მთელი თამაში "დილას" ნახევარზე იყო ბურთი და ლოგიკურია, ცენტრსაც დანიელები აკონტროლებდნენ. თუმცა აშკარა იყო, მწვრთნელის დავალებებს ასრულებდნენ ბიჭები. ქართველი ფეხბურთელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაცვაში თამაში.
მოკლედ, ამ ეტაპზე შედეგზე ორიენტირებული თამაში ჯობდა, რამაც გაამართლა.
პირველ ტაიმში "დილადან" ილურიძეს ჰქონდა კარგი მომენტი, მაგრამ მცირე მანძილით ააცილა ბურთი კარს. ეს ფეხბურთელი მთელი თამაშის განმავლობაში გამოირჩეოდა და იმის მიუხედავად, რომ 0:0 მშვენიერი შედეგი იყო ქართული გუნდისათვის, თითოეული მომენტის გაცუდებასა და ბურთის დაკარგვას ძალიან განიცდიდა.
ბოლო 10 წუთი "ოლბერგი" მთელი ძალებით გადავიდა შეტევაზე და "დილამ" 2-3 ძალიან მწვავე კონტრშეტევა "გამოუცხო": იგივე, ალადაშვილის მომენტი...
Giorgi
11:01 26-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული