ევროპის ლიგის პლეი ოფში თბილისის "დინამო" ლონდონის "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება. პირველ შეხვედრას "დინამო" საკუთარ მოედანზე გამართავს.
პლეი ოფის შეხვედრები 22 და 29 აგვისტოს ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბუქარესტის "სტიაუასთან" ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 1:3 (0:2,1:1) დამარცხდა და ევროპის ლიგის პლეი ოფში ავტომატურად გადაერთო.
ასევე იხილეთ:
გორის "დილას" მეტოქე ევროპის ლიგის პლეი ოფში ცნობილია