დინამო-ტოტენჰემის მატჩის ბილეთების ფასი 5, 10 და 15 ლარია

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და ლონდონის "ტოტენჰემს" შორის ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 22 აგვისტოს, 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო საპასუხო მატჩი ერთი კვირის შემდეგ გაიმართება.

გულშემატკივარს ბილეთების ელექტრონული ვერსიის შეძენა ინტერნეტით, biletebi.ge-ს მეშვეობითაც შეეძლება.

გაყიდვაშია ყველა ბილეთი, გარდა I იარუსის, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-10 და მე-17 სექტორებისა.

ბილეთის ფასი: 5, 10 და 15 ლარი.

VIP- ბილეთებისთვის გულშემატკივრებმა "დინამო არენას" სალაროებს უნდა მიმართონ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბილეთის ფასი ძვირია,ეს ფასი ნაკრების თმაშებზეა და ეგრე არ შეიძლება,მესმის ევროპაში ძვირია ბილეთები,მაგრამ იქ სულსხვა დონეა,ბევრ გულშემატკივარს კი უნდა მივიდეს თამაშზე ,მაგრამ როგორი მისაცემია ბილეთში ამხელა ფული თან პურიც უდა სახლში ეგრე არ შეიძლება
vasiko basiladze
10:12 14-08-2013
0
მე პირადად აღარ მივდივარ. დავიგალე ამათი საცოდაობით
jaba
18:26 14-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული