თბილისის "დინამომ" საკუთარ მოედანზე ლონდონის "ტოტენჰემს" უმასპინძლა.
მატჩის მე-13 წუთზე ანგარიში ლონდონელებმა გახსნეს. გატანილი გოლის ავტორი ანდროს თაუნსენდი გახდა. შეხვედრის 38-ე წუთზე "დინამოს" ესპანელმა ლეგიონერმა ჩისკომ ტრავმა მიიღო, მის ნაცვლად მოედანზე პატრიკ ვუო შევიდა. მეორე ტაიმის მიწურულს "ტოტენჰემმა" მეორე გოლის გატანაც მოახერხა. ამჯერად პაულინიო გამოირჩა.
მეორე ტაიმში დარკო გლიშიჩის მაგივრად გიორგი პაპავა შემოვიდა. შეხვედრის 58-ე წუთზე კი მეტოქემ რობერტო სოლდადოს გოლის წყალობით უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდა. სტუმრები ამაზე არ
67-ე წუთზე დუბლი "ტოტენჰემის" ესპანელმა ფორვარდმა რობერტო სოლდადომ გაიფორმა და საბოლოო ანგარიში გამანადგურებელი გახდა - 0:5.