"ჩვენი გამარჯვების მთავარი ფაქტორი ყველა შექმნილი მომენტის გამოყენება იყო. "დინამოსაც" ჰქონდა მომენტები, მაგრამ მათი გამოყენება ვერ შეძლეს.
მიუხედავად დიდი ანგარიშით მოგებისა, ფეხბურთში ყველაფერი ხდება და არ მგონია, რომ განმეორებით მატჩში ვინმე დავასვენო და სავარაუდოდ, მეორე მატჩშიც ძირითადი შემადგნელობის ფეხბურთელები ითამაშებენ.
მეტოქე გუნდიდან ჩისკოსა და გიორგი მერებაშვილის გამოყოფა შემიძლია. ჩემი აზრით მათ შეუძლიათ საზღვარგარეთაც ითამაშონ ფეხბურთი მაღალ დონეზე.
ასევე მატჩამდე ველაპარაკე პატრიკ ვუოს,
მომეწონა "დინამოს" საქმისადმი მიდგომა და პროფესიონალიზმი, 5:0-ზე ისინი აგრძელებდნენ თამაშს და გოლის გატანას ცდილობდნენ.
სხვა მხრივ ქართველების დახვედრით, სტადიონითა და მოედნის საფარით კმაყოფილი ვარ", - თქვა ვილაშ-ბოაშმა.
კი არ ბაქიბუქობს ჩვენსავით.
ნამდვილი პროფესიონალი, გაჩვენათ კლასი