დუშან უჰრინი: რა გინდათ, რომ გავაკეთო?

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა ლონდონის "ტოტენჰემთან" (0:5) ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველი შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ჩვენთვის ძალიან რთული მატჩი გამოვიდა. პირველი სამი გოლი ინდივიდუალური შეცდომების ხარჯზე გავუშვით.

გუნდი ცდილობდა, ეთამაშა კარგად, მაგრამ ჩვენი ოპონენტი საკმაოდ ძლიერი იყო.

არ მინდა სათითაოდ
ვილაპარაკო ფეხბურთელებზე. არ მგონია, რომ რომელიმე მათგანს მოტივაცია აკლდა.

ჩისკოს ტრავმაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, ხვალ ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ზუსტად გვეცოდინება ყველაფერი.

ვიცი
, რომ 0:5-ით წაგება ცუდია, მაგრამ ჩვენთან ჩემპიონატი სხვა დონისაა, ინგლისში - სხვა, თუმცა
კარგია, რომ გუნდი ასეთი დონის მეტოქეს ეთამაშება, რადგან ფეხბურთელები გამოცდილებას მიიღებენ და კვალიფიკაციას აიმაღლებენ.

რა გინდათ, რომ გავაკეთო? ამის გამო ფეხბურთელები გავუშვა გუნდიდან?

რაც შეეხება ჩემს მომავალს, ეს ალბათ კლუბის მფლობელს უნდა ჰკითხოთ. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ კონტრაქტით კიდევ ერთი წელი მაკავშირებს "დინამოსთან",
- თქვა უჰრინმა.

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამო" "ტოტენჰემთან" გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდა
ანდრე ვილაშ-ბოაში: ქართველების დახვედრით კმაყოფილი ვარ
მკითხველის კომენტარები / 10 /
batono ugrin ra unda knat da unda caxvidet, tkveni namogvacari veraferi shevamchniet, gundi fexburtis garda kvelafers tamashobs, es gundi araa, aset fexburts ukve arsad tamashoben, ubnis ezoebshi ufro gaazrebul fexburts tamashoben vidre tkveni gundi, arika chisko ar daimtvres tore daigupa chveni fexburti ra
giorgi
00:36 23-08-2013
0
ამას გუნდი ნამდვილად არ ჰქვია და ის დროა უჰრინ გარბოდე ეხლა სანამ დროა, მოაცილეთ საერთოდ ეგ ფეხბურთელები მოედანს, დაკლული ქათმებივით ფართხალებენ მინდორზე, სისხლი აკლიათ და გული ამათ.
mister
01:28 23-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული