"ყველამ ვიცით, საპასუხო შეხვედრა რამდენად მნიშვნელოვანია. გუნდში საბრძოლო განწყობაა და ფეხბურთელებმა იციან, რა უნდა გააკეთონ.
ვეცდებით, ქართველი გულშემატკივრები გავახაროთ და მგონია, რომ გუნდი ამ მატჩს მომზადებული ხვდება.
"რაპიდი" კარგი და გამართული გუნდია, რომელსაც ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს. მან კარგად შეისწავლა "დილას" თამაში, თუმცა ხვალ მეტოქეს დიდ ბრძოლას ვპირდებით.
ასევე მინდა ვთხოვო გულშემატკივარს, პატივისცემით მოეკიდონ მეტოქე გუნდის გულშემატკივრებს. ფეხბურთი
გასაგებია, ვენაში რომ ქართველი გულშემატკივრები პოლიციამ გაჩხრიკა, ძალიან უსიამოვნო ფაქტია, მაგრამ ამასთან კავშირში არც "რაპიდის" გულშემატკივრები და არც ფეხბურთელები არიან", - თქვა დევდარიანმა.
შეგახსენებთ, რომ "დილასა" და "რაპიდს" შორის მატჩი 29 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის ტელეტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყების" პირველი არხი განახორციელებს.
მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი კი 3 და 5 ლარია.
ერთი კვირის წინ ავსტრიაში გამართული მატჩი "რაპიდის" გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
ასევე იხილეთ:
ზორან ბარიშიჩი: გორის "დილასთან" შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ