გიორგი დევდარიანი: ვენის "რაპიდს" დიდ ბრძოლას ვპირდებით

AutoSharing Option
გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა ვენის "რაპიდთან" ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრის წინ მიხეილ მესხის სახელობის საპრესკონფერენციო დარბაზში მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"ყველამ ვიცით, საპას
უხო შეხვედრა რამდენად მნიშვნელოვანია. გუნდში საბრძოლო განწყობაა და ფეხბურთელებმა იციან, რა უნდა გააკეთონ.

ვეცდებით, ქართველი გულშემატკივრები გავახაროთ და მგონია, რომ გუნდი ამ მატჩს მომზადებული ხვდება.

"რაპიდი" კარგი და გამართული გუნდია, რომელსაც ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს. მან კარგად შეისწავლა "დილას" თამაში, თუმცა ხვალ მეტოქეს დიდ ბრძოლას ვპირდებით.

ასევე მინდა ვთხოვო გულშემატკივარს, პატივისცემით მოეკიდონ მეტოქე გუ
ნდის გულშემატკივრებს. ფეხბურთი
ფეხბურთად უნდა დარჩეს.

გასაგებია,
ვენაში რომ ქართველი გულშემატკივრები პოლიციამ გაჩხრიკა, ძალიან უსიამოვნო ფაქტია, მაგრამ ამასთან კავშირში არც "რაპიდის" გულშემატკივრები და არც ფეხბურთელები არიან", - თქვა დევდარიანმა.

შეგახსენებთ, რომ "დილასა" და "რაპიდს" შორის მატჩი 29 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის ტელეტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყების" პირველი არხი განახორციელებს.

მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი კი 3 და 5 ლარია.

ერთი კვირის წინ ავსტრიაში გამართული მატჩი "რაპიდის" გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

ასევე იხილეთ:
ზორან ბარიშიჩი: გორის "დილასთან" შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ
მკითხველის კომენტარები / 4 /
კაცი თავის საქმის პროფესიონალია და სხვა მწვრთნელებმაც უნდა მიბაძონ
tijana513
23:33 28-08-2013
0
გული მიგრძნობს, რომ დილა გავა... საქართველოში სულ სამად სამი აზრიანი და ჭკვიანი მწვრთნელია: დევდარიანი, გეგუჩაძე და ჩივაძე.... საქართველოს თუ გაახარებს, მხლოდ ეს სამი ადამიანი გაახარებს... დილას იმედი გვაქვს.... წარმატებები ბიჭებო... გაგვახარეთ 29-ში...
elgvisa
00:10 29-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული