როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიწვევით, 29 აგვისტოს 40 პირობითი მსჯავრდებული დაესწრება უეფას ევროპის ლიგის პლეი ოფის განმეორებით მატჩს, რომელშიც გორის "დილა" ვენის (ავსტრია) "რაპიდს" მასპინძლობს.
"პრობაციის ეროვნული სააგენტო, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზების მიზნით, ხშირად უწევს ორგანიზებას სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე პირობით მსჯავრდებულთა დასწრებას.
სააგენტოს მიწვევით, პრობაციონერები იმყოფებოდნენ თბილისის "დინამოსა" და გორის "დილას" მატჩებზე ფარერის კუნძულების "სტრეიმურთან", ბუქარესტის "სტიაუასთან", ლონდონის "ტოტენჰემ ჰოტსპურთან" და სპლიტის "ჰაიდუკთან", აგრეთვე, კახა კალაძის გამოსამშვიდობებელ
პრობაციის ეროვნული სააგენტო მადლობას უხდის თანამშრომლობისათვის გორის "დილას" ადმინისტრაციას და წარმატებას უსურვებს ქართულ კლუბს დღევანდელ უმნიშვნელოვანეს მატჩში", - აღნიშნავენ პრობაციის ეროვნული სააგენტოში.
წყარო: interpressnews.ge
ასევე იხილეთ:
დილა VS რაპიდი - ვუქომაგოთ და გავიხაროთ!