თბილისის "დინამომ" ლონდონის "ტოტენჰემთან" კვლავ მშრალი ანგარიშით წააგო

AutoSharing Option
29 აგვისტოს ლონდონში "ტოტენჰემსა" და თბილისის "დინამოს" შორის ევროპის ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩი გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა გუნდებს შორის თბილისში "ტოტენჰემის" გამარჯვებით, ანგარიშით 5:0 დასრულდა. ამჯერად კი ლონდონელებმა "დინამოს" მხოლოდ სამი ბურთი გაუტანეს.

დუბლი გაიფორმა ჯერმეინ დეფომ, ხოლო ლევის ჰოლტბიმ საბოლოო ანგარიში, 3:0 დააფიქსირა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
არა
Unknown
09:30 30-08-2013
0
მიუხედავად იმისა, რომ ტოტენჰემს მოწინააღმდეგე, ერთი კაცუნების გუნდი ჰყავდა, მაინც ტრიბუნებზე საკმაოდ იყო გულშემატკივარი.იმიტომ, რომ თავიანთ გუნდს პატივს სცემს და ბოლომდე გვერდში უდგას. პირველ ტაიმს ვუყურე და იმის გამეორება იყო რაც თბილისში. მეტი ვეღარ გავუძელი ამათ საცოდაობას. ალბათ შეგვიცოდეს და მეორეში მხოლოდ ერთი ბურთი გვაკმარეს. ორ გადაბმულ პასს ვერ აკეთებდნენ ეს საცოდავები. დიდი და პატარა ბიჭების თამაში ეზოში ხომ გითამაშია ან გიყურებია, ბავშვებს, რომ ეკაიფებიან, თან არც ბევრს უტანენ, რომ არ აატირონ და არც ბევრს აბედვინებენ, ემანდ თქვენი ადგილი იცოდეთ უფროსების წინაშე, ზედმეტი არ მოგივიდეთო.
ynwa
09:19 30-08-2013
0

სიახლეები პოპულარული