სპარტაკს ჯარიმა აკმარეს

AutoSharing Option
უეფას საკონტროლო-დისციპლინარულმა კომიტეტმა მოსკოვის "სპარტაკი"  ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ჟილინას" წინააღმდეგ გულშემატკივრების საქციელისთვის 75 ათასი ევროთი დააჯარიმა.

უეფამ "სპარტაკი" გააფრთხილა, რომ უახლოესი ორი წლის მანძილზე მსგავსი სიტუაციის გამეორების შემთხვევაში კლუბს საშინაო მატჩების მაყურებლების გარეშე ჩატარების სანქციას გამოუტანენ. თავიდან არსებობდა ეჭვები, რომ შესაძლო იყო უეფას "სპარტაკი" ევროპის ლიგის გათამაშებიდან საერთოდ მოეხსნა, სადაც ის "ჟილინასთან" მატჩის შედეგის მიუხედავად მოხვედრილი იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული