ჯაბა კანკავას "დნიპრო" ჰოლანდიაში დაუმარცხებელი აღარ არის, მაგრამ ეს უკრაინელებს არ ანაღვლებთ - "დნიპრო" "აიაქსთან" 0:1 დამარცხდა, თუმცა დამატებით დროში კონოპლიანკას გოლმა სტუმრებს გადამწყვეტი უპირატესობა მისცა. მართალია, ბოლოს "აიაქსმა" გაიტანა და უკრაინელებმაც ფანები ანერვიულეს, მაგრამ გაძლეს - 1:2. სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით (ერთი ნულის წინააღმდეგ) შემდეგ ეტაპზე კანკავა (შეუცვლელად ითამაშა) და კომპანია გავიდა.
ჯაბა სექტემბრიდან მოყოლებული,
კიევის "დინამომ" იყოჩაღა - 5:2 გაანადგურა "ნისლიანი ალბიონის" უკანასკნელი წარმომადგენელი ევროთასებზე, ლივერპულის "ევერტონი" და საბოლოოდ გააფორმა ინგლისური კლუბების კრახი საერთაშორისო არენაზე. მაშ ასე, ერთი რამ უკვე ცხადია, აგვისტოში, ევროპის სუპერთასზე სათამაშოდ ჩვენს დედაქალაქში ინგლისური კლუბი ვერაფრით ჩამოვა.
22 წელიწადია, ასეთი რამ არ მომხდარა - ინგლისელებმა მეოთხედფინალურ სტადიასაც კი ვერ უწიეს! მათ ბოლოს ასეთი შავი სეზონი 1992/93 წლებში ჰქონდათ.
მოსკოვის "დინამო" ანშლაგით შეეგება "ნაპოლის", მაგრამ რუსულმა კლუბმა აპენინური 1:3 ვერ "ამოქაჩა" - 0:0 და იტალიური კლუბი ბრძოლას აგრძელებს.
"ოლიმპიკოზე" ფსიქოლოგიურად განადგურებული "რომა" ვიხილეთ, რომელიც პირველ ტაიმში მეტოქეს საგოლე შანსებს ჩუქნიდა. შესაბამისად, "ფიორენტინამ" 3:0 იმარჯვა და რუდი გარსიას გუნდი მოულოდნელად, ევროპალიგის მიღმა დატოვა.
"ვოლფსბურგმა" "ინტერი" მილანშიც დაამარცხა და ბრძოლას აგრძელებს. რობერტო მანჩინის გუნდის თამაშს კი უკბილო ეთქმის.
"ზენიტმა" ბოლო წუთები გაძლო ტურინში, მხოლოდ 0:1 წააგო "ტორინოსთან", რაც აწყობდა. ევროთასებს ერთი რუსული კლუბი მაინც შემორჩა. "ბრიუგემ" თურქეთშიც დაამარცხა "ბეშიქთაში".
ევროპალიგის მოქმედმა გამარჯვებულმა შინაც აჯობა "ვილიარეალს", "სევილიამ" ორი მატჩის ჯამში 5:2 მოიგო და ტიტულის შესანარჩუნებლად ბრძოლას აგრძელებს.
მაშ ასე, მეოთხედფინალების საგზურები მოიპოვეს:
"დნიპრომ", კიევის "დინამომ" (ორივე - უკრაინა), "ნაპოლიმ", "ფიორენტინამ" (ორივე - იტალია), "ვოლფსბურგმა" (გერმანია), "ბრიუგემ" (ბელგია), "სევილიამ" (ესპანეთი) და "ზენიტმა" (რუსეთი). დღეს წილისყრაა.
1/8-ფინალი
დინამო მ.-ნაპოლი 0:0 (1:3)
რომა-ფიორენტინა 0:3 (1:1)
გოლები: 0:1 როდრიგესი (9-პენ), 0:2 ალონსო (18), 0:3 ბასანტა (22)
გაძევება: ლიაიჩი (88. რომა)
დინამო კ.-ევერტონი 5:2 (1:2)
გოლები: 1:0 იარმოლენკო (21), 1:1 ლუკაკუ (29), 2:1 ტეოდორჩიკი (35), 3:1 ველოზო (37), 4:1 გუსევი (56), 5:1 ანტუნეში (76), 5:2 ჯაგეილკა (82)
აიაქსი-დნიპრო 1:0 დ.დ. 2:1 (0:1)
გოლები: 1:0 ბაზორი (60), 1:1 კონოპლიანკა (97), 2:1 ვან დერ ჰორნი (118)
ბეშიქთაში-ბრიუგე 1:3 (1:2)
გოლები: 1:0 რამონი (48), 1:1 დე ზუტერი (61), 1:2 ბოლინგოლი-მბომბო (80), 1:3 ბოლინგოლი-მბომბო (90)
გაძევება: შაჰანი (92. ბეშიქთაში)
ინტერი-ვოლფსბურგი 1:2 (1:3)
გოლები: 0:1 კალიჯური (24), 1:1 პალასიო (71), 1:2 ბენდტნერი (89)
სევილია-ვილიარეალი 2:1 (3:1)
გოლები: 1:0 იბორა (69), 1:1 ჯოვანი დოს სანტოსი (73), 2:1 დ. სუარესი (83)
ტორინო-ზენიტი 1:0 (0:2)
გოლი: 1:0 გლიკი (90)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"