"სევილიამ" ევროპალიგა მოიგო და თბილისის სუპერთასის საგზური მოიპოვა

AutoSharing Option
27 მაისს ვარშავაში ევროპალიგის ფინალი გაიმართა - უკრაინული "დნიპრო" ესპანურ "სევილიას" დაუპირისპირდა. ამ შეხვედრაში ესპანურმა გუნდმა იმარჯვა - 3:2.

ჯაბა კანკავა მირონ მარკევიჩმა სასტარტო შემადგენლობაში დააყენა.

უკვე მე-7 წუთზე ნიკოლა კალინიჩმა და მატეუსმა კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც კალინიჩმა თავურით დაასრულა - 1:0.

28-ე წუთზე საჯარიმოში არეულობით "სევილიას" პოლონელმა მცველმა გჟეგოჟ კრიხოვიაკმა ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.

31-ე წუთზე რეიესის შორეული პასი კარლოს ბაკამ გამოიყენა.

44-ე წუთზე ესპანელთა კარისკენ საჯარიმო დაინიშნა, 22 მეტრიდან რუსლან როტანმა ანგარიში გაათანაბრა, ტაიმი უხვგოლიანი გამოვიდა - 2:2.

73-ე
წუთზე ვიტოლოს პასით კარლოს ბაკამ დუბლი შეასრულა და "სევილია" კვლავ დააწინაურა.

ქართველი მოედნიდან 85-ე წუთზე გამოიყვანეს, მირონ მარკევიჩმა შეტევა გააძლიერა.

მატჩის მიწურულს მოცელვით წაიქცა"დნიპროს" ბრაზილიელი ლეგიონერი მატეუსი, რომელიც მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, ყველა ცვლილება განხორციელებული იყო და "დნიპრო" 10 კაცის ამარა დარჩა.

ანგარიში აღარ შეცვლილა - "სევილიამ" მეოთხედ მოიგო ევროპალიგა, 11 აგვისტოს თბილისში ევროპის სუპერთასზე ითამაშებს და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გამოვა.

დნიპრო-სევილია 2:3
გოლები: 1:0 კალინიჩი (7), 1:1 კრიხოვიაკი (28), 1:2 ბაკა (31), 2:2 როტანი (44), 2:3 ბაკა (73)
დნიპრო (4-2-3-1): ბოიკო - ფედეცკი, დუგლასი, ჩებერიაჩკო, მატოსი - კანკავა (85. შახოვი), ფედორჩუკი (68. ბეზუსი) - მატეუსი, როტანი, კონოპლიანკა - კალინიჩი (78. სელეზნიოვი)
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - ა. ვიდალი, კარიშო, კოლოძეიჩაკი, ტრემულინა - მბია, კრიხოვიაკი - რეიესი (58. კოკე), ბანეგა (87. იბორა), ვიტოლო - ბაკა (82. გამეირო)
გაფრთხილება: კანკავა, კალინიჩი, ბეზუსი, როტანი, მატოსი - კრიხოვიაკი, კარიშო, ბაკა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული