უკრაინელმა დამრიგებელმა რომან გრიგორჩუკმა განაცხადა, რომ მისი გაწვრთნილი გუნდი მეორე ნომრად არ ითამაშებს თბილისში, ევროპალიგის პირველი ეტაპის პირველ მატჩში, "დინამოს" წინააღმდეგ.
- "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ "გაბალასთან" წაგება ვერ წარმოუდგენია...
- მე არ მინდა, მწვრთნელს ვუპასუხო. მე ვიტყვი მხოლოდ ერთს: "დინამოს" ჰყავს ძალიან კვალიფიციური დამრიგებელი, რომელიც გუნდს თანამედროვე ფეხბურთს ათამაშებს.
- რას იტყვით ამ ფორმაციის "დინამოზე"?
- ჩვენი მოწინააღმდეგე გუნდის თაობაზე ბევრი ვიცით.
- რა გეგმები აქვს "გაბალას" ევროპალიგაზე?
- ჩვენი გეგმები ამბიციურია, თუმცა მათი განხორციელება ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევძლოთ. ჩვენი პირველი მიზანი ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლაა. დანარჩენზე მერე ვიფიქროთ. ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობას სურს, რომ რაც შეიძლება, შორს წავიდეთ და ამავე დროს, სანახაობრივი ფეხბურთი ვითამაშოთ.
- "დინამოს" წინააღმდეგ მეორე ნომრად ითამაშებთ?
- არა, რატომ? ჩვენ შედეგზე ვითამაშებთ და არა მეორე ნომრად. მჯერა, მაყურებელი კარგ ფეხბურთს ნახავს.